1475 წ. II.10. - შეწირულების წიგნი მამია ზევდგინისძისა შიომღვიმის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მე, ზევდგინისძემან მამიამან და მეუღლემან ჩემმან გულქან, შევსწირეთ უდაბნოსა მღვიმესა... ახატანს ვენახი ბატაური, ოთხი რუ პრლიბთა ზეით, შარაშისძისა ვენახსა აქეთ, ბეშქენისშვილის ვენახსა იქით მისითა მზღურითა, საწნეხლითა, წალმულითა და მისითა სამართლიანითა გზითა.

შევსწირეთ სააღაპოდ შიოსუბანს სამი კაბიწი პური დიდითა კაბიწით, სახასოსაგან. და გავიჩინეთ აღაპი - დიდთა მარხვათა შინა მეორეთა შაბათ-კვირიაკეთა მამიასათვის გარდაიხდებოდეს, და მესამეთა შაბათ-კვირიაკეთა გულქანისთვის გარდაიხდებოდეს აღაპი კარგაღებული და ყოვლითურთ უნაკლულო.

ვენახი ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ბატუნხელასშვილი მუშაობდეს და მამისა და წინამძღურისაგან მეტი მას არა მიხუდებოდეს ამისთუის, რომე მისისა მუქაფათ სხუა აქუს და, რაცა იმ ვენახსა ტკბილი გამოვიდეს ორი ჭური, მე, მამიამან ჩავდგა. ესე ასრე გავიჩინე ჩემთა ძმისწულთა და შვილთა კითხვითა და ნებადართვითა...

დაიწერა სიგელი ესე თუესა ფებერვალსა , ქორონიკონსა რჲგ ხელითა ბერის მარკოზისითა.

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

საბუთი გაცემულია ფებერვალს , ქორონიკონსა რჲგ, ანუ 1475 წლის 10 თებერვალი.

მამისა ზევდგინისძე ჩვენი აზრით არის მომჩივანი ზევდგენისძის ბიძა, რომელსაც მან ახალციხე წაართვა და არა მისი ძმა, როგორც ი. ჩიქოვანს აქვს.

პუბლიკაცია[edit]