1472 წ. - პირობის წიგნი კალაურელებისა დავით კათალიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...მირონისა ღმერთ-მყოფელისა და წმიდისა მამისა დავით გარეჯელისათა და დოდო და ლუკიანესითა, ესე გასათავებელი პირი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზმან დავითს, ჩუენ, დიდმან და მცირემან, ერთობილთა კალაურელთა, მას ჟამსა, ოდეს ჩუენსა და გორგიასშვილსა შუა ცოტა რამე სამდურავი გამოვიდა.

აწ. ესე წიგნი მოგახსენეთ: თუ ამის უკანის თუ რამე ჩუენგან ერთმანეთზედა ავკაცობა გამოვიდეს, თქუენი და თქუენი საყდრისა შემცოდენი ვიყვნეთ, და კვამლის თავსა ათას-ათასი თანგა მოგახსენოთ შუა შემოუსვლელადა ყოვლისა კაცისაგან.

თუ ესე არა გავათავოთ, გვრისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა და ესე ზემოწერილნი ღმერთისანი, რომელმანცა გავტეხოთ ესე დაპირება და ნიშანი.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უთარიღოა.
თ. ჟორდანია - საბუთს ათარიღებს დავით IV კათალიკოსის ზეობის წლებით 1447-1459 წწ.
სარგის კაკაბაძე - საბუთს ათარიღებს დავით V კათალიკოსის ზეობის წლებით 1466-1479 წწ
კორპუსში საბუთი თარიღდება verso-ზე მიწერილი ცნობით, რომლის მიხედვითაც საბუთი შედგენილია რჲ ქორონიკონს, ანუ 1472 წელს.

პუბლიკაცია[edit]