1468-1478 წწ. - საჩივრის წიგნი გამრეკელ ჯავახიშვილის შვილებისა ციციშვილებთან სადავო საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1937 - ნიკო ბერძენიშვილი


...ვიკადრებთ, პატრონსა თაყას და მისსა შვილსა ზაზას ჩუენგან ვალი სძეს, პირველ და თაობითგან, ოდეს ვახტანგ მეფობა დაიჭირა, წყალს იქითი მისსა ძმასა პატრონსა დემეტრეს მიანება თაყას გარეთ. და თაყა ამისთვის არა მიანება, რომე მისი მამული და ციხე ჩიჟავასძისათვის უნდოდა და ამაზედა თაყა დიდად შეწყინდა და ესე მოახსენა პატრონსა დემეტრეს, ვითა: "წასახდენლად უნდივარ და ჩემი თავი და მამული მისთვის არა მოგანებაო".

ამაზედან გამრეკელმან აზდომიართი საქმე მოახდუნვა, რომე მისი თავი და მამული ვახტანგისად შექმნა და თაყა პატრონსა დემეტრესად დაარჩუნვა და მოარჩინა წახდენასა. თუმცა გამრეკელი არა, ციხესა და მამულსა ყუელასა გაუცემდეს და თაყას წაახდენდეს. და მისისა გულისათვის მისი თავი და მამული დადვა და გაამაგრა მისითა საქმითა. ამისნი მოწამენი მიწობელი და თურმანისძე საგია და წყლის იქითელნი დარბაზისერნი არიან.

ამაზედა ჩიჟავასძე სამწევრისს დაესხა, პატრონი დემეტრე ატენის წყალზედა იდგა. თაყაცა გუერცა იახლა. გამრეკელი და ჩუენცა გუერცა ვიახლენით. მთვრალთა ესე ამბავი მოგუივიდა, ვითა: "ჩიჟავასძემან სამწევრისი დაარბიაო. თაყას ეთრო და ვერა შეიტყო. ადგა გამრეკელი, სამნივე შვილნი თანა წარგვიტანნა და რომე მივედით, გაგუსწრებოდა და ვეღარა მივესწრენით. და, თუმცა მივსწრებოდით, ანუ შევეხოცებოდით და ანუ დავხოცდით. თაყასა და მისისა შვილისა გულისათვის დავიხოცებოდით, და, თუ არა, ჩუენ და ჩიჟავასძესა ერთმანერთისათვის მოყურობის მეტი არა გუეწყინა-რა.

მესამე ვალი ესე: პატრონი ბაგრატ მეფე ქართლს ჩამოვიდა და ციციშვილსა ლაშქარი გაუძახა. გიორგი მეფესა დავეთხოვენით და არა გაგუიშუნა. და მისად უნდომად მამა ჩუენი და სამნივე ძმანი წავედით და ჩუენითა ლაშქრითა ვუშველეთ. ერთსა დღესა შუიდჯერ შევიბენით და დავაყრევინეთ მისისა მამულისა ალაფი და კენეღარა ჩუენითა ლაშქრითა. გამრეკელი და სამნივე ძმანი შევეხოცენით თაყას გულისათვის და თუ არა, ჩემსა მამულსა შორს იახლნეს.

მეოთხე ვალი ესე: მესხთა დაარბიეს ციციშვილისა მამული და წაიღეს. ამაზედ ზაზა შეიყარა და სამძივის ხევს მიუხდა. ჩუენი ძმა ზაქარია ჩუენითა ლაშქრითა თანა წაჰყვა და როგორი ვალი დასდვა, და მოეხმარა, მანვე იცის და მისთა ყმათა. მათისა გულისათვის დავიხოცებოდით, თუ არა, მესხთა ჩუენთვის არა ეწყინა-რა.

მეხუთე ვალი ესე: გიორგი მეფემან ატენისა მოურაობა მისცა გამრეკელსა და თაყამან ატენი სთხოვა მეფესა და მეფემან გამრეკელისა საკითხავად დაუდვა.

ჰკითხა გამრეკელსა, ვითა: "თაყა ატენსა მთხოვს, მოურავი შენ ხარ და რას მივაზირებ, მივსცე, და თუ არაო, სიმაგრე სხუაცა აქუს და ამასცა კიდევე ითხოვსო". გამრეკელმან ფიცხლა მიცემა გაუპირა და ესე მოახსენა, ვითა: "ატენსა მის უკეთესსა რას აქნევ, რომე მისთანა კაცი მოიმადლო". თაყას გულისათვის მოურაობაცა დასთმო და მიცემასაცა გაუპირდა, თუმცა გამრეკელი არა, მეფე ატენსა თაყას არა მისცემდა, მაგრამ მან აქნევინა და მეფე, დია, დაღონდა ატენისა მიცემასა.

მეექუსე ვალი ესე: ვახტანგ მეფე თაყას ხელთა შეპყრობასა აპირობდა. ბადაბეთს იდგეს. თაყა და ჩუენ მუდამად ერთმესადგომენი ვიყვენით. თუით მეფესა ვახტანგს აბჯარი შეეცო და ზედ დასხმასა და ხელთ-შეპყრობასა აპირობდა. შემოესწრა ზედა წითელაშვილი ივანე, შემოესწრა და ასრე მოახსენა, ვითა: "არა საქნელია, რასაც აპირებთ, ჯავახიშვილი და იგი ერთად დგანან და, თუ არ მათცა კიდე დაჰხოც, თაყას ხელთ შესაპყრობლად არ დაგანებებსო". გამრეკელისა ბედითა დაშალეს და ვერა გაბედეს ხელთა შეპყრობა და, თუ არა, შეიპყრობდეს ხელთა და, რაცა უარესი იყო, მას უზემდეს. წითელაშვილმა ივანემ გუიამბო და დიდად ვალადცა გუდებდა: "მე დავშალე და თუ არა, თქუენცა დახოცილნი იყვენით".

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

კორპუსში საბუთის თარიღად მღებულია 1468-1478 წლები. საბუთის შემდგენლები არიან გამრეკელ ჯავახიშვილის სამი ვაჟი: ზაქარია, კახა და ზაზა

პუბლიკაცია[edit]