ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, სოლომონიან-ბაგრატოან მეფეთ მეფემან, ჩრდილოეთის ვიდრე დასავლეთამდის და აღმოსავლეთის ხელმწიფედ მპყრობელმან და მქონებელმა, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალთა დედოფალმან, და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, ესე შეწყალების სიგელი და ბრძანება და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთ ერთგულსა და დიდათ თავდადებით ნამსახურსა ელიოზისძეთა ჯვარისმტვირთველთა დანიელს, შვილთა და მომავალთა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა შინა, ოდეს მოხვედით კარსა ჩუენსა, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი - თავდადებით ნამსახურნი იყუენით თავითა და შვილითა. ესე შეწყალების სიგელი და ბრძანება და ნიშანი გიბოძეთ: ჩუენად სასულიეროდ ნასყიდი სოფელი სასხორი მისითა ველითა, ვენახითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, წყლითა დარბაზტანასითა და წყლითა ხეკორძულასთა.
ესე ასრე გვიყიდია: გზად გავიარეთ და უწყლობა იჩივლეთ. და სხუა ფასი რაც არ დაგუესწრა, ოქროს გრგოლები გამოვიყარეთ იკისა და ის მივეცით. ეს რუ ასრე გვიყიდია, რომე წუერიანმა კაცმა წყალი დალიოს, წუერი შიგავ ჩაიბერტყოს.
ყოვლის ადამის ნათესავისა კაცისაგან მოუდევრად მოუსარჩლებელი ...სძისაგან გვიყიდია ყოვლითურთ უნაკლულოდ ჩვენად მოსახსენებლად და სასულიეროდ. ელიოზისძის დანიელისათვის მიგვიცემია და გვიბოძებია, ასრე, რომე ნიკოლოზობას დღეს ჩუენს საფლავზედ აღაპს გარდიხდიდნენ და, რაც მცხეთას მღდელი და დიაკონი იყოს, ჟამს აწირვინებდნენ...
დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქრონიკონსა რმიე, ხელითა ჩუენისა მწიგნობრისა დავითისითა, თვესა იანვარსა ოცდაერთსა.