1466 წ. - წყალობის სიგელი კონსტანტინე მეფისა ჯავახიშვილებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 49


...მეფემან კონსტანტინემან და დედამან ჩვენმან დედოფალმან გულშარ, ესე წყალობის და საბოლოოდ გასათავებელი [სიგელი] დაგიწერეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთდგულთა და ჩუენსა ზედა მრავალფერად ჭირნახულთა ჯავახიშვილთა ზაქარიას, კახას და ზაზას და შვილთა თქუენთა ჯავახს, სოღას, ივანეს და ხელას.

მას ჟამს, ოდის ღმრთისა გარეგანმან ყუარყუარე პატრონსა ბიძასა ჩუენსა მეფესა გიორგისა უღალატა და ჩუენსაცა ღალატსა და ავსა აპირებდა, ღმერთმან მოგუარჩინა, წამოვედით და თქუენ დიდი ვალი და ნამსახური დაგუდევით, გორის ციხეს შემოგუყევით და დაგუამაგრეთ და ისრე დაჭირებულს ქუთათის ციხეს შეგუიდეგით და იქიცა დიდი გუმსახურეთ".

ჩუენ შეგიწყალეთ და თქუენისა დიდისა ვალდებულობისა მუქფად გიბოძეთ ცხირეთის გუერდი სრულად და გაერთებით, ხანდაკი და, რაცა ცხირეთის შესავალი არის, სრულად და უკლებად. და ამას გარეთ, ქალაქის პირთა სოფელი თხილოვნა მისითა შესავლით.

ესე მამულნი გაბაშვილთა მკუიდრი იყო და თქვენ გაბაშვილთაგან ნაშვილები იყუენით, სამართლადცა თქუენ გხუდებოდა. და ჩვენცა ჩუენითა ნება-წადილითა გულგანწმენდით და ალალად თქუენთუის გუიბოძებია და დაგუიმტკიცებია.

...დაიწერა მტკიცე პიტაკი ესე ქრონიკონს რნდ (254), ხელითა მდივანმწიგნობრისა თუმანისშვილისა ზაქარიასითა.

შენიშვნები[edit]

  • საბუთის დასაწყისში ი. დოლიძე კითხულობა "ძემან ჩვენმან გულაშარ", ე. თაყაიშვილთან არის "ხელმან ჩვენმან გულაშარ", თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამ ადგილას დედანი დაზიანებულია და პირველი ხუთი სიტყვა აღდგენილია პირების მიხედვით. ჩვენი აზრით უფრო სწორი უნდა იყოს კორპუსის წაკითხვა.
  • ჯავახიშვილთა შვილების ჩამოთვლა ე. თაყაიშვილთანაც და ი. დოლიძესთანაც ასეა: "შვილთა თქუენთა ჯავახს - ხოლოსა თქუენსა შვილსა", ეს გამოთქმა ძალზე საეჭვოა, ამდენად კორპუსის წაკითხვა უფრო სწორი ჩანს.

პუბლიკაცია[edit]