1464 წ. V.17. - წიგნი ალექსანდრე მეფისა ვარსიმე იათორისშვილ-შოთასძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია
პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № სლ (230) (დაკარგულია).

მოგვეპოვება მხოლოდ თ. ჟორდანიასეული შემოკლებული გამოცემა

საბუთის შინაარსი[edit]

ჩუენ, მეფეთ მეფის გიორგის ძემან მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუენმან პატრონმან გიორგის... მოვიდეს წინაშე ჩუენსა იათორისშვილნი შოთასძენი... გარეჯის წინამძღვარი და კარისა ჩუენისა მდივანი ვარსიმე და მინი ძმანი: სულა, დემეტრე და ნარიმან; შვილნი მათნი: შოთა, ყურუმში... და ძუელითგან მათი მკვიდრი სოფელი ვეძისხევი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა, ბარცავისა ეკლესიითა... მზღურითა, საჩალისპირსა მათითავე ძუელისა სასახლითა...

რაგუარაც თქუენთა გუართა გარესჯისა უდაბნოთათვის თავი და მამული შეუწირავს, აგრეთვე იმავ მამულითა ჩუენ შეგვიწირავხართ. ასე რომე, უდაბნოსა მისი მისახდომი არა-რა დააკლდეს და მიხუდებოდეს...

დაიწერა ქორონიკონსა რნბ, თუესა თანა მაისსა იზ, ხელითა ლაჟუარდისძისა დანიელისითა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რნბ (152) - 1464 წ.  მაისის იზ (17) თუმცა ამ წელს კონსტანტინეს მეფედ მოხსენიება საეჭვოა.

პუბლიკაცია[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.283[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 53[edit]