1460 წ. - სასისხლო სიგელი გიორგი მეფისა წინამძღვარ გიორგისა და ერისთავ ქუენიფნეველ შალვასადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

საბუთის პირი გადმოუწერია იოსებ რატიშვილის სახლში დიმიტრი მეღვინეთხუციშვილს მარი ბროსესათვის, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი "Rapports"-ის IV წიგნში.

თ. ჟორდანიამ შემოკლებით გამოაქვეყნა ბროსეს გამოცემა, ხოლო კორპუსის პუბლიკაცია ემყარება ჟორდანიას.

ჩვენს მიერ გამოქვეყნებულია ბროსესეული უფრო სრული ტექსტი.

საბუთის შინაარსი[edit]

ჩვენ, ღვთივ ცხებით გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან, ამერთ და იმერთ მპყრობელმან გიორგი და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ დედოფალმან ნესტარ-დარეჯან, ესე წყალობის წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, წინამძღვარს გიორგის, ძმასა თქუენსა ქვენიფნეველს ერისთვს შალვას და ლარგველს, და კვალად ძმასა თქუენსა ავგაროზს და რატს, შვილთა თქუენთა დემეტრეს, არსენის, აბრაამს, საიშს და შირშას, ასე რომ,რომელმანცა კაცმან თქუენი სისხლითა შეგცოდონ ას საოცდაათი კირმანეული გარდაგიხადოს. კირმანეული ორი შაური არის, რომ იქს ჩუენებურს თეთრსა სულ ერთად ღწრ (4100) თუმანსა. ქკს რმჱ.


[მინაწერი]:

კოპიო კოპიისაგან. პირი ესე გარდმოვწერე თავადი იოსებ რატიევის სახლში 22 ივნისს, 1848 წელს, დიმიტრი [მეღვინეთხიციშვილი].

შენიშვნები[edit]

ამ საბუთზე დამყარებით თ. ჟორდანიამ ქსნის ერისთავების საგვარეულოს მიაკუთვნა გიორგი ჟურული და მისი ოჯახი, თუმცა ჩვენი აზრით ეს საბუთი წარმოადგენს 1460 წ. VI.12. - სიგელი გიორგი მეფისა გიორგი ჟურულისადმი საბუთის შემოკლებულ-დამახინჯებულ კოპიოს და მასზე დაყრდნობით მსჯელობა არასწორი იქნებოდა.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1851 - მარი ბროსე - Rapports - IV - გვ.84[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.280[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 42[edit]