1453 წ. ახლო - პირობის წიგნი საფარისა და ვარძიის მონასტრებისა დავით კათალიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № ?.

საბუთის შინაარსი[edit]

ესე წიგნი გკადრეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზსა, მეუფესა პატრონსა დავითს, დაგიდევით აღთქმა --- ჩუენ, საფარისა და ვარძიისა ძმათა, მას ჟამსა, ოდეს მცბიერი ბერძენი მოვიდა, ცრუ წინასწარმეტყუელი, და მცირითა რათმე სიტყვითა მიგვიზიდნა. აწ, თქუენ გაგუიწყერით და კიდეც უმართლე იყვენით, ამად, რომე დღეთა მისთა--- ვითარცა წესითა ვყოფილვართ, მითვე წესითავიყვნეთ: არც მიტროპოლიტი ბერძნისა შემოვუშვათ, არც მისი წიგნი ვნახოთ, არცა მისი მცნება გავიგონოთ და არასთანა მისი არა ვირწმუნოთ; არცა უმცხეთოდ ჩუენი მღრდელი და დიაკონი იკურთხეოდეს; არცა რამ ჯავახეთს და წალისყურს ვისაქმოთ სამწყსობისა პირზედა და ვიყუნეთ თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი. ასრე, რაგუარა ესე---.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.268-269[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 26[edit]