1442-1452 წწ. - საპატიჟოს დაწერილი დანიელ ცაიშელისა ლაბსყელდაშის მთავარანგელოზისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დანიელ ცაიშელის დაწერილი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთი წარმოადგენს XII საუკუნის ლაბსყალდის ოთხთავზე მინაწერ საბუთს. საბუთი მიწერილია ხელნაწერის თავისუფალ გვერდზე 7 v. მხედრული ხელით, შავი მელნით.



საბუთის ტექსტი: 1941 - ინგოროყვა პავლე - სვანეთის საისტორიო ძეგლები - ნაკვ. 2 - N 26

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 14


საბუთის ტექსტი[edit]

სახელითა ღმრთისაითა, ცაიშისა ღმრთის მშობელისაითა, თვესა სეკდემბერსა ათუთხმეტსა, მე, ცაიშელი მთავარებისკოპოსი დანიელი ლაბსყელდასა მივედი. ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსყელდაშისა, დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა, ერისთავთ-ერისთვისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა.

და ცხმარისა ხეუმან დაუწერეთ მთავარანგელოზსა ლაბსყელდაშისა საპატიჟოი:

ზღუდესა შიგნით სამოცდაათი ათასისა თეთრი საპატიჟოი.

მის გარე საპატიჟოი, სადა სარეკლისა ხმაი ისმის, რვაი ათასისა თეთრისა მისი საპატიჟოი დაგვიცს.

ჭიხჟაშისა და ხანსარსა შვა ოთხი ათასისა თეთრისა საპატიჟოი დაგვიცს.

მე, ცაიშელ მთავარებისკოპოსმან დანიელ ვამტკიცე, და ჩუენ ერთობილთა ხევთა ცხმარისათა, მეფეთ, დადიანისა ბრძანებითა.

ვინც გაამაგროს, კურთხეულიმც არს. ვინცა შესცვალოს, კრულმცა არს ღმრთისა მადლითა.

მე, კაკასატსა დავითს დამიწერია, მოწამეც ვარ ამა სიგელისა.

საბუთის დათარიღება[edit]

ხახანოვი, თაყაიშვილი და დოლიძე საბუთს XIII საუკუნეს დიმიტრი II თავდადებულს მიაკუთვნებენ, პავლე ინგოროყვა, ვალერი სილოგავა და "პირთა ანოტირებულ ლექსიკონი" საბუთს 1442-1452 წლებით ათარიღებენ და დიმიტრი ალექსანდრე დიდის ძეს აკუთვნებენ.

პუბლიკაცია[edit]