1937 - თაყაიშვილი ექვთიმე - არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა



საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა




PDF ვერსია (1937 წ.)

ტექსტი (1991 წ.)

I გამოცემა:
ექვთიმე თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს - პარიზი - 1937 წ.
II გამოცემა:
1991 - დაბრუნება - ტ.2. - თბილისი - 1991 წ.


რესურსები ინტერნეტში:

ფხოტრერის მთავარანგელოზის ხატის წარწერა[edit]

ეტლნო ღთისანო, საყდარო საშინელო, ცეცხლნო, სულად სიტყუითა კაცთა მეოხად შექმნილნო, ბრძანებითა საღთო ამის ყოფითა მორტყმულნო, მიხაილ ძალით, მთავარნო, გაბრიელ ქალწულისა ხარებითა კაცთა ღთისა, თქუენ, რომელნი წამისწოფითა ღთისა ბრძანებასა უხილავად ძლიერებითა უმჯობესსა განაგებთ, რომელნი სცავთ ცასა და ქუეყანასა ფრთითა თქუენითა, მხოლო აწ მეცა მაჩრდილეთ მეოხება თქუენი, მე დადიანსა ლევანს, მთავარანგელოზო მიქაილ და გაბრიელ! სახელითა ღთისათა და ძალითა და შეწევნითა შენითა ჩუენ, ჴელმწიფემან დადიანმა პატრონმა ლევან, მოველაშაქრენით მეფესა ალექსანდრესა და მის ძმას მამუკაზედა და მოვედით ქუთაის ციხის საბრძოლად, თავად მეფე, სრულ იმერელნი და სვანი ლეტეხელნი და საფარ-ფაშის მეთოფეები ბევრ ახლდა, და ციხესა და ჯებირშიდან იდგენ. ჩუენ მივედით და სოფია წმიდის საყდარი მეთოფეებით აევსო და გაემაგრებინა. უყავით ღამით იერიში და საყდარი წავართვით. რაცა მეომარი მეთოფეები იდგა, ყველა გამოვასხით. ჯებირს გარეთ ორი დიდი ქვის პალატი იყო ძველითგან ნაშენები და ის მეთოფეთა და მეომრის კაცით აევსო და გაემაგრებინა. სოფია წმიდის საყდართანა დიდი ზარბაზანი მივიტანეთ და იქიდაღმა დაუწყეთ სროლა და ცემა იმ ქვის სახლებსა, და დავამტრიეთ ზარბაზნებითა, და მრავალი კაცი შიგ მდგომნი დავხოცენით. მერე იერიში უყავით და იქით მეფემ გამოაშველა ლაშქარი, დაუშინეს ერთმანეთსა თოფითა სროლა და საკვირველი ომი შეიქნა, მრავალი კაცი დაიხოცა იქითაც და აქეთაც. იქით მოკვდა თავადი და აზნაურიშვილი : გიორგი ლორთქიფანიძე, ელიზბარ ლოლაძე, ორი ძმა ახულედიანი . . . და კვირიკე, სხუა ზოგი დაიხოცა და ზოგი დაიკოდა, და წავართვით ის ქვის პალატები . . . (ც)იხეზედანს . . . (ზარ)ბაზნები ვერ მიუტანეთ, მისატანი ალაგი არა გვქონდა. წამოვედით დაბლა რიონის . . . (პირ)სა დავდეგ(ით) . . . სასახლის ქვის სახლებს დაუწყეთ ზარბაზნებითა სროლა და ცემა. დავამტრიეთ ის ახალ(ი) . . . ქვის პალატი, თუით ალექსანდრე მეფისაგან აშენებული, გაუსივეთ ლაშქარი გაღმა ქუთაისის ქალაქსა, დავხწვით და მოვაოხრეთ, მრავალი იშოვეს, და წამოვედით გამარჯვებული, მოვედით ოდიშს ძიგურს და ერთი კვირე ა. . . ოსულა . . ე ვქენით ილღარი, ცხენის წყალს შემოვიღამეთ. ის ღამე ვიარეთ და გათენების დროს . . . სასახლესა და ქალაქს, უწინდელისაგან ოთხი და ხუთი ზომა საშოვარი ალაფი და ტყვეები ვიშოეთ, რომ ლაშქარი ძლივ დაერივა, და წამოვედით გამარჯვებული, შევასვენეთ ლაშქარი და ცხენი და კიდევ გავილაშქრენით იმერეთზედ თვესა თებერვალსა და მივედ . . . ურიას აჯამეთს, დავსწვით და ავაოხრეთ, მივედ(ით) . . . ჩხარის ქალაქსა და . . . . და იქ დავდეგით და სოფლები და ნაშ . . . რულ დასწვეს და ააოხრეს სქანდა მ. . . სასა . . . დავსწვით ვარდის-გორა და ჩიხორი ქალაქი და ესკა. . . დეთ არგვეთს რუთ ... ს ... ძისა .... აახლეს დავდეგით და იქიდაღმა ჩუენმა ლაშქარმა სრულ არგვეთი და ჭალა-ტყეს (რაც) სასახლე და სოფლები იყო დაუწვავი და აუოხრებელი არა დააგდეს რა. აქიდაღმან ავიყარენით და თერჟოლს პათთაც და გოფანთოს მხეიძის სასახლეს დავდეგით, და იქიდაღმა, სადაც ლაშქარი მიუწვევდა, დაუწვავი და აუოხრებელი არ დააგდეს რა. წამოვედით გამარჯვებული და ნაშოვრით სავსე, რომ ლაშქარი ვერ დაერივნეს, ბალახოვანზე რიონს გამოვედით და ქუთაის ციხიდაღმა მეფე და სრულ იმერელი ლაშქარი შეყრილი თვალით გვიმზერდენ, მისის თემისა და ქვეყნის ამოწყვეტას ხედევდა, იმდენი სანაშოვარის ტყვეების ჟღივილი ყურით ესმოდა, მაგრამ ციხიდაღმა თავი არ გამოყვეს და ვერცარა დაგვაკლეს, ასე შევარცხვინეთ და წამოვედით ოდიშს გამარჯვებული მას ჟამსა, ოდეს მოვაჭედინეთ ხატი ესე, ოდეს იმერეთიდაღმა მოვედით გამარჯვებული, გამოვგზავნეთ და დავასვენეთ ტაძარსა შენსა ვხსტრელსა და ალაგსა და თემსა ეცერსა ხატი ესე მთავარანგელოზისა, ქორონიკონსა სამას ოცდაათოთხმეტსა (= 1646).