1432 წ. 05.14 - მეფე ვახტანგ გორგასლის სიგელი კოტრიძეთა და ჭარელიძეთა სასისხლო დავის თაობაზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საბუთი Sd-796




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - სასისხლო სიგელების შესახებ


სახელითა ღუთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა ჩუენ დავითიან იესიან სოლომონიან ბაგრატოანისა მეფეთ მეფისა ვახტანგ გორგასლისაგან ნებითა ღუთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფისა ... და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა, ორისავ ტახტისა საჴელმწიფოსა თჳთ ფლობით მპყრობელ მქონებელისა

მოვიდნეს ... ჩვენსა ტახტსა ჩვენნი ერთგულნი და ჩვენისა მაღლისა და პატიოსნისა მეფობისა ტახტისა და გვირგვინისა ერთგულად ნამსახურნი და მოსამსახურენი კოტრიძენი ბაქარ, გიორგი, გრიგოლ, ივანე, მიხაილ და დავით, მას ჟამსა ოდეს მათი ძმა აბესალომ მოკლა ჭარულიძემან ერისთავმან ციციმან და კოტრისძეთა სამი სოფელი დაურბიეს ჭარულიძესა ონჭევი, სორღითი და ჭურისთავი. შეიქნა საქმობა და დაპირდეს სადარბაზოდ სამართალსა.

მოვიდნეს ქუთათისსა ჭარულიძენი და ბაქრისძენი და კოტრიძენიც მეფეთ მეფისა ვახტანგ გორგასლისა წინაშე და მისითა ბრძანებითა დასხნეს მართალნი მოურავნი ქართლისა ერისთავი ქუენიფნეველი, სულაი ქავთარაძე, ტბელი ლომინაძე მესტუმრე, დავით წერეთელი, როსტევან ჯაფარიძე, სამადულე იასშვილი, სამღუდელო დიდისა საყდრისა მოძღუარი ზოსიმე, მოლარეთ-უხუცესი გარაყანიძე გიორგი, წირქუალიძე დავით უჯარმელი, მეაბჯრეთუხუცესი სარგის ქუაბულიძე, ვარდან დიკუატიძე. ისარჯულეს და ქმნეს მოკითხული კოტრიძის საქმისა და მოიღეს სიგელი კოტრისძეთა მეფეთ მეფისა ვახტანგ გორგასლისაგან გაჩენილი და ძველადაც სულკურთხეულისა მეფისა დავით კურატპალატისაგან გაჩენილი სისხლი კოტრიძეთა ასოცი ათასი ძველი თეთრი, ორი ათასი სანახშირე მისითა საზაოთა

გუპირულა(?) და ედიდა ჭარულიძეთა ციცისა და მირიანსა და ამოვიდნეს ბატონის მეფეთ მეფის ვახტანგ გორგასლისა [წინაშე] და ასრე უბრძანა ჭარულიძეთა: კოტრიძენი ჩემნი სახასონი არიან და რაც ძველად გაჩენილი აქუსთ კოტრიძეთა, არას დავამცრობ.

მაშინღა წარმოდგნეს ბაქრიძენი ვაჭია, ნიმრუმანი, ჭურახი და იასიბუღა და დაიფიცეს. სახლიშვილი იყო მათი აბესალომ. ფიცეს ოთხთა ბაქრიძეთა და აღარც ხმა ამოიღეს ჭარულიძეთა და დაიჯერეს მეფის ბრძანება, გაემართა სისხლზე და ჭარულიძე [თ] გამოიყუანეს ქუთათისს ერთი აბლაყი ცხენი ორი ათასად დაფასებული მოჭედილითა უნაგირითა შეკაზმული სანახშიროდ და ისი ხმალი, რომლითა მოკლა კოტრიძე — ესე სანახშირედ მოსცა და დაუდვა სოფელი ჭურისთავი, სამნი განაყოფნი კვისავიძენი და ორნი განაყოფნი ტაბირასძენი --- გიორგი და მისნი შვილნი და წყისერს ფუტურაძე ბერი გლახა მათითა მამულითა ტყითა ველითა ვენახითა მთითა ბარითა სანადიროთა, ღუნდას ეკკლესიის წყლითა და საფლავითა უცილებელად მეფისა და მოურავთა ბრძანებითა. ესე ქუთათისს იყო. ცხენი ისე შეკაზმული მეფესა მოახსენეს კოტრიძეთა.

მეფემან ასრე უბრძანა ჭარულიძეთა: გაუძეღ წინა კოტრიძეთაო და და რაც ჩვენითა ბრძანებითა და ამ მოურავთა ბრძანებითა ძველადგან გასჩენია, ნურას დააკლებ კოტრიძეთა. აღიყუანა სორს ჭარულიძემან და მოსცა ერთი ჯაჭვი მოწყობილი მისი, თა ყოვლითა, რკინის ქალამანი და ერთი საზროხო ქუაბი, ერთი ჭირღათო, ერთი ოთხთავი, ორი ჯორი, ხუთი ცხენითორმეტი ხარი, სამი ორხუა ნაქუსოვი, ორი ტყავი სინჯაფისანი და სხუა საჩუქარი დიდი მოსცა ბაქრიძეთა და კოტრიძეთა და გარდასწყვიტეს იგი.

ვინც ნახოთ სიგელი და ბრძანება ესე ჩვენი შემდგომად მეფობისა ჩვენისა მეფეთა, დედოფალთა, ერისთავთა, ვეზირთა, დიდებულთა, აზნაურთა, მოლარეთა, მესტუმრეთა, მეაბჯრეთა, მეჯინიბეთა, ახსალართა, მეღვინეთა, მერამეთა, მენაღარეთა, ტყის მცუელთა, პურის და საკლავის მკრეფელთა, ქუეყნის მოურავთა და ყოველთა აბრამადთა, მესაბანჯრეთა და ყოველთა კარისა ჩვენისა მსახურთა დიდთა და მცირეთა ყოველთა დაუმტკიცეთ და თქუენ ქრისტეს მიერ სჯულის მდებელნო, ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოსნო, დაუმტკიცეთ და ნუვინ უშლით თვინიერ შეწევნისა და თანადგომისა. დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ჩვენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა ქორონიკონს რკ-სა ასოცსა და იდ მაისსა ჴელითა კარისა მწიგნობრისა ჩვენისა მლოცუელ მწირველის მოტილაძის მახარებლისათა. შამშლელნი და მაქცეველნი მოშლილ და შეჩვენებულ, სიგლისა ამის და ბრძანებისა დამამტკიცებელნი, შემწენი ამისნი კუთხეულმცა არიან წინაშე ღუთისა. ამინ.

პუბლიკაცია[edit]

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]