... გუიბოძებია და მოგუიცემია თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და თავდადებით ნამსახურთა ზედგინისძეთა, ეზოს ჩუხჩარეხსა და გორის მოურავსა ავთანდილსა და ჩუენთა თანა შეზრდილ-გაზრდილთა, მოლარეთ-უხუცესსა თაყას და ზევდგინს და შვილთა და მომავალთა ყოველთათუისვე სახლისა თქვენისათა, კასპი და იგოეთი ქალისა ნასისხლად ციხითა, მონასტრითა, აზნაურითა, გლეხებითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა მისა მიმდგამითა და შესავლითა, ერთობ ყუელათა.
ამას აქათი ნადარბაზევი და გომნი იაჯეთ და იგი მოგიმატეთ და გიბოძეთ; ნადარბაზევი სასახლითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა და შესავლითა, ერთობ უკლებლად ყუელათა...
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რიზ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათჩუიდმეტესა, ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოვლად უნარჩევესისა კარის მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა
[დამტკიცებები ხვეულად]:
- ქ: ესე სიგელი მტკიცეა ალექსანდრესაგან.
- ქ: დემეტრესა დამიმტკიცებია, ნებითა ღმრთისათა.
- ქ: მე გიორგისა დამიმტკიცებია, ნებითა ღმრთისათა.
[მინაწერი XVIII ს. მხედრულით]
- სიგელი კასპისა და იგვეთისა თორელთაგან