1424 წ. I.6. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 057.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 252, № 223 (დაკარგულია).
  2. 1449-1650 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.
  3. H-06/16 - გადაწერილი მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.
  4. E-073/51 - გადაწერილი 1848 წ. № 223 პირიდან

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 057
  2. 1451-04-მცხეთის № 057

საბუთის შინაარსი[edit]

ჩუენ, განმაერთებელმან ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისამან, ორთავე სამეფოთა ტახტისა--- მპყრობელმან--- მეფეთ-მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩემმან, დედოფალთა დედოფალმან პატრონმან თამარ და ძეთა ჩუენთა, ჩუენ მიერ ყოვლით სასურველ-საწადელმან და სათნომან ღმრთისამან და ნებებითა თქუენითა წყალობააურაცხელისა ღმრთისათა, საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა პატრიარქად განმზადებულმან, მონაზონმან დავით, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი...

ვითა სამართლადცა გუმართებდა, ეგრეთ ჯერ-გუიჩნდა და გულსმოდგინებით შევსწირეთ და მოვახსენეთ გარეჯისა ორივე უდაბნო და სრულიად გარეჯისა სახლი და შესავალი ყოვლითურთ უნაკლულოდ...

და გქონდეს თქუენ... მპყრობელსა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისასა თქუენ, წმიდასა და ყოვლად პატიოსანსა მღუდელმოძღუართ-მოძღუარსა, სასოსა და შესავედრებელსა და ნუგეშინისმცემელსა სულისა ჩვენისასა პატრონსა ქათალიკოზსა მიქაელს და თქუენ მიერ აღზრდილსა, კათოლიკე საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისათუის კათალიკოზად განმზადებულსა, და ჩუენ მიერ სასურველ-საწადელსა ძესა ჩუენსა, მონაზონსა დავითს ორივე უდაბნო გარეჯისა და სრულად გარეჯისა სახლი და მისი შესავალი, რაც და რასთანაც მისი საქონებელი არს ყოვლითურთ უკლებად კახეთს და საცა გინდა გარეჯისა საქონებელი და მისი შესავალი არის, მისითა მიმდგომითა მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა...

და ესე რაც შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია, ასრე სამკუიდრო მოუდევარი და უსარჩლავი არის, რომე ამა გარეჯისა სახლისა სამუქფოდ დაგუიდევით და მოგუეცით თქუენ, პატრონმან და ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა ქათალიკოზმან მიქაელ: ატენს მონასტერი სიონი მისითა საქონებლითა, ატენსვე ზუარნი და გლეხნი მამულითა და ხერკს ხევს. გლეხნი მოღალაურინიანი და ჯაჭუელისშვილი და აღასეული ზუარი...

დაიწერა გულსმოდგინებით ნაღუაწი სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათორმეტესა, ქრონიკონსა ასდათორმეტსა, იანვარსა ... ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოველთა კაცთა უნარჩევესისა დემეტრე მარკოზისშვილისათა.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.228[edit]

1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - № 8, № 9[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 45[edit]