1399-1419 წწ. - სიგელი კათალიკოს ელიოზისა ცხეოსნისძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 612.

შინაარსი:

  1. 1451-03-მცხეთის № 612

საბუთის ტექსტი[edit]

ჩუენ, ქრისტეს ღმერთისა მიერ კურთხეულმა კათალიკოზმან ელიოზ, ესე წყალობისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ; ცხეოსნისძეთა იოვანეს და ინანასა და ოქროპირსა, ასრე და ამა პირსა ზედა: გიბოძეთ შენივე ძუელად ნაქონები გარდასხუაებული მამული დიდისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისა და მეფეთ-მეფისა გიორგის დამან. ახლად ყოვლადვე მოგახსენე ჩემთ ძმათ სააღაპედ თქუენ, მცხეთისშვილთა იოანეს, პროკოპის და ინანასა, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე, ამინ.

ბუკურისძეც მოგუიცემია ნასყიდობითა, წყლითა, წისქუილითა, ნაფუძრითა, მთითა , ბარითა, ჭალითა, მისის სამართლიანითა. აღარაოდეს მოგეშალოს არა ჩუენგან და არა სხუათა კათალიკოზთაგან.

ვინცა მოგიშალოს, რისხავს თავად ღმერთი და მერმე სუეტი ცხოველი. ამას გარდა ქადაგთაგან დაწინდული ექვსის კაცით საბარი ვენახი თევდორე ცხეონიძემან დაიხსნა.

ხელრთვა:

კათალიკოზი

მინაწერი:

ესე სიგელი თამარ დედოფლის ჟამისა იყო და ახლად გამოვცვალეთ...

შენიშვნები[edit]

როგორც ვხედავთ სიგელი რაღაც ბუნდოვნების შთაბეჭდილებას ტოვებს: მისი გამცემი ერთდროულად თან ელიოზ კათალიკოსია და თან ბაგრატ და გიორგი მეფეების და. ამავე დროს ჩვენს ისტორიაში ორი მეფე ძმა ბაგრატის და გიორგის სახელებით არ იძებნება.
როგორც საბუთის დაკარგული დედნის სარგის კაკაბაძისეული აღწერიდან ჩანს, ამ საბუთზე ადრე ყოფილა რაღაც ტექსტი მხედრულად დაწერილი, რომელიც გადაურეცხავთ და ახალი სიგელი დაუწერიათ. თუ გავითვალისწინებთ სხვა სიგელს 1399-1407 წწ. - დაწერილი ულუმპიასი სვეტიცხოვლისადმი, შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ამ სიგელის ძველ ფენაში იყო ულუმპიას შეწირულება, რომელშიც არის ტექსტი: "დიდისა მეფეთა-მეფისა ბაგრატის ასულმან და მეფეთა-მეფის გიორგის დამან", მისი აღდგენის დროს გადამწერმა გამოტოვა სიტყვა ასული და მიიღო: "დიდისა მეფეთა-მეფისა ბაგრატისა და მეფეთ-მეფისა გიორგის დამან". ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ სააღაპო მამული ულუმპიას დაწერილში "ბუკისძეს" ეკუთვნოდა, წინამდებარე საბუთში კი "ბუკურისძეს", "ბუხრისძეს" თუ "ბაკურისძეს". ეს ვარიანტები გადამწერთა მიერ ერთი და იგივე გვარის სხვადასხვანაირად ამოკითხვამ წარმოშვა, მით უფრო, რომ ორივე ამ საბუთის დედნები დაკარგულია და ჩვენ მხოლოდ პირებზე დაყრდნობით შეგვიძლია მსჯელობა.

ამგვარად შეგვიძლია აღვადგინოთ მოვლენათა თანმიმდევრობა:
# ბაგრატ მეფის ასული და გიორგი მეფის და ულუმპია ელიოზ კათალიკოზს წირავს სააღაპედ ხვედურეთში ბუკისძისეულ მამულს და სთხოვს მასზე მეაღაპეთა დასახლებას. 
# ელიოზ კათალიკოზი ამ მამულზე ასახლებს მცხეთისშვილ ცხეოსნიძეებს, რომელთათვის მიცემულ სიგელში მოჰყავს ძველი შეწირულების ფრაგმენტებიც, თუმცა შეცდომებით.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.218[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ალექსანდრე დიდის გენეალოგია - გვ.26[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 17[edit]