Jump to content

1338 წ. - სიგელი გიორგი მეფისა ივანე თორელ-ჯავახიშვილისადმი

From Wikisource
Hd-11628




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Hd-11628; ქაღალდი; დაზიანებული, თავნაკლული; 44,5x20.

პირები:

  1. Qd-9631 - ექ. თაყაიშვილის გადაწერილი;
  2. ფონდი 1461 - რვ.14 N 210 - პ. კარბელაშვილის გადაწერილი

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 32


...ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით ფლობით ხელმწიფედ მპყრობელი. მოვიდა წინაშე ჩუენსა ჩუენი დიდად ერთგული თორელი ივანე და გუეაჯა და მოგუახსენა, რათამცა კოჟორისა ძირსა მონასტერი ათენაგუენი მიგუებოძა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვინებეთ თორელისა ჯავახიშვილისა ივანესი და კოჟრისა ძირსა მონასტერი ათენაგუენი სამკუიდროდ მიუბოძეთ და შეუცვალებლად.

და გქონდეს შენ თორელ ივანესა, კოჟორისა ძირსა მონასტერი ათენაგუენი ესე ყოველთავე მომავლითა, მისითა მიმდგომითა ველითა, ვენახითა, ტყითა, წყლითა, წისქუილითა და სანადიროთა და ყოვლითა სამართლიანითა მზღვრითა და თავისუფლად. და არავინ გუიბრძანებია მშლელი ბრძანებულისა ამის ჩუენისა, არცა მეუნებლე მავნებელი ამისი.

აწ, ვინცა ნახოთ ბრძანებაი და სიგელი შემდგომად ჩუენსა მეფეთა, ანუ დედოფალთა, ერისთავთა-ერისთავთა, ტფილისისა ამირათ-ამირათა, კოჟორისა დაბისა და მოურავთა, ყოველთავე დაუმტკიცეთ და ნუ უშალავთ ბრძანებასა და სიგელსა ამასა ჩუენსა და ნუცა რასა ვინ დააკლებთ ნუც დიდსა და ნუც მცირსა, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა კიდე.

და თქუენ, ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღრდელნო, უჯუარობით დაუმტკიცეთ.

დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ლთ (39), ხელითა კარისა მწიგნობრისა აბრაჰამ ავგაროზისძისთა.

დამტკიცებები:

  • ესე მტკიცეა ნებითა ღმრთისათა
  • მტკიცეა ხელითა გიორგისგან ნებითა ღთისათა

საბუთის დათარიღება

[edit]

თავნაკლულობის გამო სიგელის გამცემი უცნობია, თუმცა სამივე გამოცემაში საბუთის გამცემად მიჩნეულია გიორგი ბრწყინვალე, ხოლო სიგელის გაცემის თარიღად ინდიქტიონის მიხედვით 1338 წელი (თარიღი ათვლილია გიორგი ბრწყინვალის პირველი გამეფებიდან 1299 წ.).

პუბლიკაცია

[edit]