Jump to content

1057-1058 წწ. - სიგელი ბაგრატ მეფისა მღვიმის ლავრისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: Ad-14

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1935 - აკაკი შანიძე - ძველი ქართულის ქრესტომათია - ტომი I - გვ.95-96

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 4


...ლაშქარი დიდი წარმართნი...[30]. და ვერ დავიმორჩილეთ ლაშქარნი და აღაოხრეს მამულნი წმიდისა უდაბნოისა ლავრისა მღუიმისანი.

და ესე წმიდათა მამათა მღუიმელთა ფრიად დაუმძიმდა, რომლისათუისცა გულს-ვიდგინეთ შესავსებელად აღოხრებულისა მამულისა წმიდისა ლავრისა და დაკლებულობისა მათისა გასაკურნებლად მოსახსენებელად სულსა პირველგარდაცვალებულთა მეფეთა, მამათა ჩემთა, და სალოცველად სულისა ჩემისა და სალხინებელად ცოდვათა ჩემთა შევსწირე წმიდასა მამასა შიოს, ლავრასა მღუიმისასა და წმიდათა მამათა მღუიმელთა მანგლის ხევს ადგილი ბორცუისჯუარი, ყოვლითა მზღვრითა მისითა, მთითა, ბარითა, წყლითა, ტყითა, კლდითა, წისქუილითა და ყოვლითა სახმრითა და უხმრითა. და გაუთავისუფლეთ ყოვლისა შესავლისა და გამოსავალისაგან: სახელმწიფოისა, საერისთვოისა, სააზნაუროისა, საციხისთვოისა, სახევისუფლოისა, საბანჯრისა, სახიდისა, საკოშრისა და ყოვლისა ღმრთისა დაბადებულისა შესავლისა და გამოსავლისაგან. და არა რაი ზედა-აც, თუინიერ სამსახურებელისა მის წმიდისა ლავრისა მღუიმისა, რამეთუ თავისუფლობით შემიწირავს ყოვლისავე მეუნებლისა და დამაკლებლისაგან, რაითა, მეოხებითა წმიდისა მამისა შიოსითა, ლოცვითა წმიდათა მამათა მღუიმელთათა, მოგუენიჭოს ღმრთისა მიერ შენდობაი ამის ნაქმრისა და დაკლებისა მათისაი, წარმემართოს ლაშქრობაი ესე და ყოველნივე დღენი ცხორებისა ჩემისანი ნებასა შინა ღმრთისასა მშუიდობით და მტერთა ჩემთა ზედა ძლევით აღვასრულნე. და შემდგომად სიკუდილისა მეოხ იყოს წინაშე ღმრთისა სულისა ჩემისათუის წმიდაი იგი და მადლი მათ ყოველთა წმიდათა მამათაი.

აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: შემდგომად ჩუენსა მომავალთა მეფეთა, ერისთავთ-ერისთავთა, ერისთავთა, აზნაურთა, ციხისთავთა, ხევისუფალთა, ჩინებულთა და ყოველთავე საქმის-მოქმედთა ჩუენთა, დაუმტკიცეთ და ნუვინ უშალავთ ბრძანებულსა ამას და გაგებულსა ჩუენსა, ნუცა რას ვინ დააკლებთ, ნუ დიდსა და ნუ მცირესა, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა.

და უკუეთუ ვინმე გამოშჩნდეთ ღმრთისა უარისმყოფელად და ამის წმიდისა ლავრისა შემცოდედ, ოდესცა და რასაცა ჟამსა, ანუ რაისაცა მიზეზისა მოღებითა, გინა თუ იგი ადგილი შეუცვალოთ მას წმიდასა ლავრასა, ანუ თუ ესე წესნი გაგებულნი ჩუენნი შეუშალნეთ, უარისმყოფელთამცა ღმრთისათა თანა დასჯილ ხართ, იგიმცა წმიდაი მამაი და მადლი მის წმიდისა ლავრისაი არს მოსაჯული თქუენი, ცოდვათამცა და ბრალთა ჩემთა გარდამხდელნი ხართ წინაშე ღმრთისა.

და თქუენ, ქრისტეს მიერ გიორგი ქართლისა კათალიკოზმან, და წმიდათა მღდელთ-მოძღუართა დაწერილი ესე ჩუენი დაამტკიცეთ, ვითა წესი არს, წყევლანი და შეჩუენებანი დაწერენით. ვინცა უქციოს და შეუცვალოს.

დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩემისასა მეო-ლა-სა, ხელითა იოვანე მწიგნობრისა მწერელისაითა.


[დამტკიცებები] (სხვა ხელით)

  • ქ. კირილეისონ! ესე ვითა, ადიდენ ღმერთმან, ძლიერსა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსსა დაუწერია და ბორცუისჯუარი სალიცველად მეფობისა მათისა და შვილთა მათთათუის მღუიმისა მონასტრისადა შეუწირავს, მე, გიორგი ქართლისა კათალიკოზი, მოწამე ვარ დაწერილსა მათსა.
    აწ, ვინცა-ვინ, რამანცა გუარმან კაცმან, რასცა ჟამსა, ვითა მათსა დაწერილსა სწერია, უქციოს და შალოს დაწერილი მათი, გინა ჟამთა ცვალებითა, გინა სიგრძოთგან ჟამთაისა იკადროს ანუ შლად, ანუ ცვალებად, ანუ შესავალად და სახევისუფლოდ გახადოს, ანუ ბეგარი და გამოსავალი რაი დასდვას და, ვითა დაუწერია და გაუთავისუფლებია, მას ზედა მკუიდრად და შეუვალად არა იპყრან, ჰრისხავსმცა მამაი, ძე და სული წმიდაი, წმიდაი ღმრთისმშობელი! და კრულმცა არიან დაუსაბამოისა უფლისასიტყუითა, ათორმეტთა წმიდათა მოციქულთა მადლითა, ექუსთა კრებათა მადლითა, ხუთთა პატრიაქთა ჯუარითა, წმიდისა დედაქალაქისა და სუეტისცხოელისა მადლითა, ჩემ გლახაკისა ჯუარითა, განუხსნელადსულით და ხორცით ამას ყოფასა და მას საუკუნესა! არსმცა ნაწილი მისი იუდას თანა ისკარიოტელსა და ყოველთა მწუვალებელთა და უფლისა უარის-მყოფელთა თანა შერაცხილია.
    და ვინ დაამტკიცოს და არა შალოს ბრძანებული და დაწერილი მათი, მიიღენ კურთხევაი ღმრთისაგან და ჩემ გლახაკისაგან
  • ქ. ადიდენ ღმერთმან! ესე, ვითა უძლეველსა მეფეთა-მეფესა დაუწერია და შეუწირავს ბორცუისჯუარი მღუიმისათუინ, სალოცველად მეფობისა მათისა, შეაწიენ ღმერთმან მადლი ჭმიდისა შიოსი და ევაგრესი, მეცა, მიწასა მეფობისა მათისასა იოვანეს, ძესა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავისა, დამიმტკიცებია. უქცეველი არს ბრძანებაი მათი ჩემგანცა, მონისა მათისაგან.

[გვიანდელი სათაურები] (verso-ზე)

  • XV საუკუნის მხედრულით: დიდის ბაგრატის სიგელი ბორცუისჯურის შემოწირულობის.
  • XIV საუკუნის მხედრულით: სიგელი ბაგრატისი ბორცუისჯურის შეწირულობისათუის.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

[edit]