ხონის წმინდა გიორგის ხატი - გედეონ ხონელის მიერ განახლებული

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



ხონის წმ. გიორგის ხატი







შესავალი[edit]

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია წმ. გიორგის ხატი (საინვ. N 3192), რომელიც ადრე ხონის ეკლესიას ეკუთვნოდა

გედეონ ხონელის მიერ განახლებულ წმინდა გიორგის ხატს კონდაკოვი აღწერს ხონის სიძველეებში 1 ნომრით. გ. წერეთელი ხატს სოხასტერის მონასტრის სიძველეებს მიაკუთვნებს და აღწერს მას 24 ნომრით (წარწერა N 49).

ხატის აღწერა[edit]

ნ. კონდაკოვი[edit]

1. Икона св. Георгия Победоносца, серебряная, чеканенная, 0,42 м. выш. и 0,33 м. шир., на дубовой доске. Тонкие листы серебра разрушены, а бывшая на нихъ надпись исчезла. Святой Великомученикъ представленъ на коне съ поднятымъ копьемъ: конь съ ризой разрушены. По краямъ - Святыхъ грубейшаго исполнения и несколько выбитыхъ изображений Деисуса. Въ поле вокругъ нимба Георгия и подъ шеею лошади вправлено 8 сердоликовъ. Грубая работа XVII века.

ე. თაყაიშვილი[edit]

3. ხატი წმინდა გიორგისა ვერცხლისა, ნაჭედი, 42 x 33 სანტ, წმინდა გიორგი ცხენზე მჯდომარეა, შუბით გმირავს ვეშაპს, ხოლო ვეშაპი და ნახევარზე მეტი ცხენის ტანისა არ შენახულა და მოჩანს მარტო მუხის ხე, რომელზედაც დანარჩენი ნაწილებია მიკრული. აშიებზე მარჯვნივ და მარცხნივ ორი წმიდანია ფეხზე მდგომარე ძრიელ ულაზათო ხელობისა, ასეთივე ულაზათოა ზემო აშიაზე ოთხჯერ გამეორებული მედალიონების სურათი მაცხოვრისა ღვთისმშობლით და იოანეთი, ხატს შერჩენია წმიდა გიორგის თავის ირგვლივ რვა აყიყი. ხატი უნდა ეკუთვნოდეს მე-XVII საუკუნეს. ქვემოთ, ვერცხლის აშიაზე უშნო ასომთავრული წარწერა ყოფილა, რომელიც სანახევროდ არის დაცული.

მ. ნიკოლეიშვილი[edit]

წმ. გიორგის ხატი (საინვენტარო N 3192): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 36 x 45 სმ; ხატი წარმოადგენს ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. შემკულია რვა თვალით; ზოგიერთი ნაწილი დაკარგული აქვს. საერთოდ, ხატი ძლიერ დაზიანებულია. 1926 წელს ხატი ხონის ეკლესიიდან გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში.

წარწერა ხონის წმ. გიორგის ხატზე[edit]

ხატის შერჩენილი აქვს ქვედა აშიის მარცხენა მხარე (მარჯვენა ნაწილი დაკარგულია), რომელზეც მოთავსებულია სამსტრიქონიანი დაზიანებული ასომთავრული წარწერა:

წარწერის ტექსტი[edit]

ჩვენ, ხონელ მთავარეპისკოპოზმან გედეონ [ხატი წმიდის] გიორგის პირველად დამწვარი იყო და ჩვენ მოვ[აჭედინეთ, რათა გვე]ქმნეს მეოხ აქაც [და] მერმესა მას [საუკუნესა ამინ]."

დათარიღება[edit]

ნ. კონდაკოვს ხატი XVII საუკუნის ნამუშევრად მიაჩნია; ხატს და წარწერას ე. თაყაიშვილი ათარიღებს XVII საუკუნით. გ. ჩუბინაშვილი ხატს XI საუკუნით ათარიღებს და აღნიშნავს, რომ იგი ნათელ წარმოდგენას იძლევა ჭედური პლასტიკის საუკეთესო ხანის შესახებ. მ. ნიკოლეიშვილის აზრით ხატი XI საუკუნისაა, ხოლო XVII საუკუნის I ნახევარში მისი განახლება მომხდარა.

ლიტერატურა[edit]