1914 - ე. თაყაიშვილი - არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი - წ. II

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა



საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა





PDF ვერსია

წიგნის სათაური:
ე. თაყაიშვილი - არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი - წიგნი მეორე - ელექტრომბეჭდავი ს. ლოსაბერიძისა - ტფილისი - 1914 წ.


რესურსები ინტერნეტში:

ხონის ეკლესია[edit]

1. ხატი დიდი წმიდა გიორგისა, თავი ხატი ხონის ეკლესიისა (გვ.274-275)[edit]

ხატი დიდი წმიდა გიორგისა, თავი ხატი ხონის ეკლესიისა, მოოქვრილი ვერცხლისა, ნაჭედი, სიგრძით ორი ადლი და 4 გოჯი, სიგანით ერთი ადლი და 5 გოჯი, შესანიშნავია თავის სიძველით, ლამაზის ქართული ხელოვნებით და საუცხოვო ტეხნიკით, მაგრამ ძრიელ დაზიანებულია, თითქმის ნახევარი ტანი დაშლილია. წმიდა გიორგი აქ ფეხზედ მდგომარეა. მარჯვენა ხელში შუბი უკავია, მარცხენა ფარზედ აქვს დადებული. შარავანდედი მოჩუქურთმებული აქვს ქართულის ხლართულებით და შემკობილია ძვირფასი ქვებით, ცხრა აყიყით. რომაული ტანისამოსის სახელოები და კალთები წმიდანისა მოქარგულია, ფეხსაცმლის ყელი შემკობილია მარგალიტებით და წვერი ნაკერია ოქროს ძაფით. ასეთს შთაბეჭდილებას ახდენს წმიდა გიორგის გამოხატულობა. ზემოთ წარწერაა მსხვილის ასომთავრულით: წ~ა გ~ი. აშია ჩუქურთმიანი აქვს, თითქო კენჭებით იყო შემკობილი. ზემო აშია შემკობილია სამი მედალიონით, შუაში მაცხოვარია წარწერით ქ~ე, კუთხეებში მთავარანგელოზები მიქაელ და გაბრიელ ხუცურის წარწერებით. მარცხენა ყურში მედალიონით წარმოდგენილია წმიდა ბარბარე - წ~ა ბაბრე. ხე ხატისა დაფუტურებულია. მარცხნივ ქვემოთ ხატს აქვს დაზიანებული ასომთავრული წარწერა, რომელსაც აზრით ასოების მიმატებით ჩვენ ასე ვკითხულობთ:

(ხ)ატი: ესე: წ~ისა: გი~გისი
(ა)კთა: აზნაურთა:
(ს)ალოცველად: უძლევ
(ლს)ა: მეფისა: გ~ის: და: შ
(წვნ)ად: მისდა: და: ჩვ
(ნ)თათვს:

უქარაგმოთ:

(ხ)ატი ესე წმიდისა გიორგისი (ა)კეთა აზნაურთა (ს)ალოცველად უძლევე(ლის)ა მეფისა გიორგის და შ(ეწევნ)ად მისდა და ჩვენთათვის

აქ უნდა იგულისხმებოდეს ან მეფე გიორგი I (1014-1027), ან გიორგი II (1072-1089). ორივე შემთხვევაში ხატი ეკუთვნის მეთერთმეტე საუკუნეს და სტილი ხელობისაც ამას უჩვენებს.

2. ხატი წმიდის გიორგისა (გვ.275-276)[edit]

ხატი წმიდის გიორგისა, ვერცხლისა, ნაჭედი, 53 x 33 სანტ, დადიანის ლევან მეორის მიერ შემკობილი 1636 წელს. წმიდა გიორგი ცხენით არის გამოხატული, შუბით გაუგმირავს ვეშაპი, რომელსაც საბელით მიათრევს წინამდგომარე მეფის ასული. აშია მოჩუქურთმებულია ბადის მსგავსად. შუა ტანი ხატისა შემკობილია ბალახ-ყვავილებით, ირგვლივ უსხედს 29 ქვა, მათ შორის 13 ფირუზია, ოთხი ძოწეული. ზემოთ მხედრულად აწერია: "წმიდა გიორგი ხონისა".

ქვემოთ მიკერებული აქვს ვერცხლის ფიცარი მხედრული წარწერით
ქ. დიდ არს უფლისა დიდება, რომელმან განაძლიერა ღირსებით მსახურებასა მისსა, ხოლო შენ, მეუფისათვის შენისა სამას სამეოცდა ხუთთა დღეთა შინა თითეულად წამებულო და ნაცულად სატანჯველთა წილ სამას სამოცთა სასწაულებთა მინიჭებულო ერდგულო მსახურო სამებისაო, დიდო მოწამეთა თავო წმიდაო გიორგი ხონისაო, გევედრი სასოებით მამკობელი ხატისა ამის შენისა, მე, ხელმწიფე დადიანი პატრონი ლევან, რათა არა სადა განმაშორო წყალობა შენი ჩემგან და ორთავე შინა ცხორებასა ჩემსა მეუღლითურთ ჩემით კეთილად დამიფარე და ძლევა მომანიჭე, ამინ."

ზურგის ვერცხლზედ მხედრულად აწერია:
ქ. ეჰა, შვიდწილ უძლეველო, მოწამეთა მთავარო, წმიდაო გიორგი ხონისაო და ანჩის ხატო - პირო ღვთისაო, შემოგწირეთ და დავასვენეთ ტაძარსა თქუენსა ხატი ესე ჩუენ, ხელმწიფემან დადიანმან პატრონმა ლევან, მას ჟამსა, ოდეს შევებენით ბაღდადს მეფეს გიორგის და კახს ბატონსა თაიმურაზს და გაგვემარჯუა ძლიერებითა შენითა: თავად მეფე ხელთ დაგურჩა და სრულობით იმერელნი და კახნი დარბაისელნი ზოგნი ხელთ დაგურჩა და ზოგნი გარდაიხვეწნეს: კახი მეფე თაიმურაზ და მეფის შვილები: ალექსანდრე და მამუკა. ამავე ჟამსა ავჰყარეთ ქალაქი ჩხარისა და ჩავასხით ზუგდიდს. აღვაშენეთ და გავაწყეთ ქალაქი რუხისა. აწე შემოგვიწირავს და დაგვისვენებია ხატი ესე ტაძარსა თქუენსა. კიდევ შემოგვიწირავს ხონს ერთი კვამლი კაცი მამიკაცაი სანოძე ჩუენ და მეუღლისა ჩუენისა დედოფლისა ნესტანდარეჯანისა სადღეგრძელოდ და ძისა ჩუენისა პირმშოსა ალექსანდრეს და მანუჩარის აღსაზრდელად და მე, ცოდვათა ჩემთა შესანდობლად ძემა ხელმწიფისა პატრონისამან შემოგწირე. მოიჭედა და სრულ იქმნა ხატისა ამის შემკობა ქორონიკონს სამას ოცდა ოთხსა (1636 წ.)."

3. ხატი წმიდა გიორგისა (გვ.276-277)[edit]

ხატი წმიდა გიორგისა ვერცხლისა, ნაჭედი, 42 x 33 სანტ, წმიდა გიორგი ცხენზე მჯდომარეა, შუბით გმირავს ვეშაპს, ხოლო ვეშაპი და ნახევარზე მეტი ცხენის ტანისა არ შენახულა და მოჩანს მარტო მუხის ხე, რომელზედაც დანარჩენი ნაწილებია მიკრული. აშიებზე მარჯვნივ და მარცხნივ ორი წმიდანია ფეხზე მდგომარე ძრიელ ულაზათო ხელობისა, ასეთივე ულაზათოა ზემო აშიაზე ოთხჯერ გამეორებული მედალიონების სურათი მაცხოვრისა ღვთისმშობლით და იოანეთი, ხატს შერჩენია წმიდა გიორგის თავის ირგვლივ რვა აყიყი. ხატი უნდა ეკუთვნოდეს მე-XVII საუკუნეს. ქვემოთ, ვერცხლის აშიაზე უშნო ასომთავრული წარწერა ყოფილა, რომელიც სანახევროდ არის დაცული.

ჩ~ვნ: ხონელ მთავარეფისკზ~მნ: გედონ....
გ~გის: პ~დ: დმწვარი: იყო: და: ჩვნ: მოვ....
ექნს: მეოხ: აქც: მერმესა: მ~ს....

უქარაგმოთ და ზოგიერთი სიტყვების მიმატებით დაახლოვებით:

ჩვენ, ხონელ მთავარეპისკოპოზმან გედეონ [ხატი ესე წმიდის] გიორგის პირველად დამწვარი იყო და ჩვენ მოვ[აჭედინეთ, რათა გვე]ქმნეს მეოხ აქაც [და] მერმესა მას [საუკუნესა, ამინ]."

4. ხატი მაცხოვრისა (გვ.277)[edit]

ხატი მაცხოვრისა წელს ზევითი ვერცხლისა, მოოქვრილი, ანჩისხატად წოდებული, დაბალი ხელობისა, ექვსი ქვით შემკობილი. მაცხოვარს ხელი საკურთხად აქვს გამზადებული და აწერია: I~C X~C. ხატი უნდა ეკუთვნოდეს XVII საუკუნეს, ლევან II დადიანის დროს და მისგან უნდა იყოს შემოწირული. ზემომოყვანილი წარწერა ლევანისა ამ ხატს იხსენიებს.

5. ჯვარი საწინამძღვრო (გვ.277-279)[edit]

ჯვარი საწინამძღვრო ვერცხლისა ოქროთ დაფერილი, ნაჭედი, ლამაზი ქართული ხელობისა, სიონით, ბუშტებით და გრძელი ხე-ტარით, რომელნიც ვერცხლით არიან შეჭედილნი და მოჩუქურთმებულნი ბალახის მსგავსი ჩუქურთმებით. თვით ჯვარი ზემო ბუშტით 5 1/2 გოჯია, განი აქვს 3 1/2 გოჯი. შუაში გამოქანდაკებულია ჯვარცმული ქრისტე წარწერით ი~ჳ ქ~ე მ სო~თა, მარცხნივ და მარჯვნივ დედა ღვთისა და იოანე ნათლისმცემელი წელს-ზევითნი, ხოლო ზემოთ მიქელ მთავარანგელოზი სრულის ტანით და სიმრგვლით დაჰყურებს ჯვარცმულს თავდახრილი. ამ ადგილას ჩვეულებრივათ ჯვრებზე საბაოთია ხოლმე გამოსახული. ქვემოთ ჯვარცმულისა ადამის თავი მოჩანს. სიონი დაბალი ხელობის არის, უფრო გვიანი ჯვარზე. სიონზე გამოხატულნი არიან ყ~დ წ~ა, ი~ჳ ქ~ე, წ~ა გ~ი, ელ~ნე და კ~სტტნე. სიონის თავზედ წარმოდგენილნი არიან წელს-ზევითნი სურათები: ი~ჳ ქ~ე, ი~ე წსმლი, მთანგლი ორხელ, ჯ~ი პატოსნი. სიონის ქვემოთ ბუშტზედ ასომთავრული წარწერა არის:

ქ. ძეოლ: (sic) ცხორებისაო: რომელიცა: სხურებულ: იქმენ: უბიწოთა: მით
სისხლითა: ქრისტესითა: შეიწყალე: სული: მეფთ: მეფისა: ბგრტისი: და: წარმართე: და გნძირ: (sic)
მეფეთ: მეფობა: ძისა: მათისა: გიოგისი: და მე: ცვა: ფრვთა: შენთა: მინდობილმან: უღირსმან: ხონელ: მთა
ვრ ეფსკოპოზმნ: ჩხეტიძემან: ზაქარია: შევქმენ: ჯ~არი: ესე: სახსრად: სულსა: ჩემისა: ნუ ვინ: მკ
ადრ: იქმნების: გამოხმად: სყდრისა: ამის: ხონისა: ამინ
ოქრჭედლსა: მამ
ნეს შნდს: ღ~ნ: ა~ნ:

უქარაგმოთ:

ქ. ძელო ცხორებისაო, რომელიცა სხურებულ იქმენ უბიწოთა მით სისხლითა ქრისტესითა, შეიწყალე სული მეფეთ მეფისა ბაგრატისი და წარმართე და განაძლიერე მეფეთ მეფობა ძისა მათისა გიორგისი. და მე ცვა-ფარვათა შენთა მინდობილმან უღირსმან ხონელ მთავარეფისკოპოზმან ჩხეტიძემან ზაქარია შევქმენ ჯუარი ესე სახსრად სულისა ჩემისა. ნუ ვინ მკადრ იქმნების გამოხმად საყდრისა ამის ხონისა, ამინ. ოქრომჭედელსა მამნეს შეუნდეს ღმერთმან, ამინ.

6. ჯვარი ათონური (გვ.279)[edit]

ჯვარი ათონური, ვერცხლის არშიით, თვლებით შემკობილი. ქვემოთ ვერცხლის ფეხზედ მხედრულად აწერია:

შენდობა ყავით შემწირველისა ამის ჯვრისა ცოდვილი ბერი ბახტაძე იოვანე. ჩყლა (1831).

7. დროშა საეკლესიო სამფარდიანი (გვ.279)[edit]

დროშა საეკლესიო სამფარდიანი, ვარდის ფერი ფარჩისა. შუაში ტილოზე წინა პირზე დახატულია წმიდა გიორგი, მეორე პირზე მთავარანგელოზი ხმლით. მხატვრობა დაბალია, ხეტარს ზემოთ ჯვარი არის, რომელზედაც გამოხატულია ჯვარცმული, ზემოთ საბაოთი, ქვემოთ მთავარანგელოზი გრაგნილით, აქეთ-იქით ჯვარცმულისა დედა ღვთისა და იოანე ნათლისმცემელი; მეორე მხარეზე ჯვარისა წარმოდგენილია წმიდა გიორგი ფეხზედ მდგომარე. ბუშტზედ მხედრულად აწერია:

ქ. მეფე სოლომონ.

წარწერა უნდა ეკუთვნოდეს იმერეთის მეფეს სოლომონ პირველს.

დროშაზე ლენტია ზემოდ მობმული, რომელზედაც აწერია მხედრულად:

შემოწირული ივან სიმონის ძე ჭანტურიშვილი.

8. ფარდა ფერადებიანი ძაფებით ნაქარგი (გვ.280)[edit]

ფარდა ფერადებიანი ძაფებით ნაქარგი, რომელზედაც გამოსახულია წმიდა გიორგი ცხენით, ვეშაპის მგმირავი და ქვემოთ ხუცურად ამოქარგულია:

წ~ო დბ~ლო დიდო მ~წო და ძლე
ვა შ~ლო და ს~ლთ მოქმედო გიორგივ
შემოგწირე ფ~ა ესე წულუკიძის ასულმან
და ქსნის ერისთვის სძალმან მარიამ
მან სულისა ჩე~ა საოხათ და შვილთა
ჩ~ა სადღეგრძე
ლოთ წ~ა ჩყმდ

უქარაგმოთ:

წმიდაო დიდებულო, დიდო მოწამეო და ძლევა-შემოსილო და სასწაულთ-მოქმედო გიორგივ, შემოგწირე ფარდა ესე წულუკიძის ასულმან და ქსნის ერისთვის სძალმან მარიამმან სულისა ჩემისა საოხათ და შვილთა ჩემთა სადღეგრძელოთ, წელსა ჩყმდ (1844).

გულე-კარი[edit]

2. დასაკეცი ხატი წმიდა გიორგისა (გვ.21-22)[edit]

დასაკეცი ხატი წმიდა გიორგისა, ვერცხლისა, 19,5 x 15 სანტიმეტრი, ფრთების წინა პირზე მედალიონებში გამოსახულნი არიან ორ-ორ ჯერ ხუცურის წარწერებით წ~ჲ მარკოზი, წ~ჲ თეოდორე. კარები შემკობილია თვლებით. ხელობა ძრიელ მდარე არის. შყგნით ძევს ხატი გიორგისა ფეხზე მდგომარე შუბით, კიდევ უფრო უვარგისი ხელობისა, ხუცურის წარწერით: "წ~ჲ გ~ი". ზურგზე ხატისა, ვერცხლის ფიცარზე ხუცური წარწერა არის ძრიელ უშნო ასოებით და ძნელი გასარჩევი. ამ წარწერას ჩვენ ასრე ვკითხულობთ:

ქ შნ მხო მხდრო წ
ნდო გი~გი: გ~გი: გ
ულვლსო მეოხ დ მფრლ
ექმენ: მონასა შნს
მსხრთ უხუცესა ლ
შირსსალრს: და თნ მეც
ხდრს მისა დადიანის ასულს
მარეხს და ძეთა მისთა: ლპრ(ს)
ხტარს: ლომმს გიგს ო
ქრომჭედელსა...

უქარაგმოთ:

შენ მეოხო მხედარო წმინდაო გიორგი, გიორგი გულევლისაო, მეოხ და მფარველ ექმენ მონასა შენსა მსახურთ უხუცესსა ლაშირსსალარს (?) და თანა მეცხედრეს მისა დადიანის ასულს მარეხს და ძეთა მისთა ლიპარ(ს), ხატარს (?), ლომმს, გიორგის, ოქრომჭედელსა...