Jump to content

წერეთლები

From Wikisource
წერეთლების გერბი




გენეალოგიური კვლევები









წერეთლები

წერეთელთა გენეალოგიური ხე


წყაროები წერეთელთა შესახებ

[edit]

კოტრიძეთა და ჭარელიძეთა სასისხლო საქმის გამრჩევ დიდებულებს შორისაა დავით წერეთელი.


ბაგრატ მეფის მიერ თემნა ყიფიანისათვის მიცემული სასისხლო სიგელის მოწმეა წეწია წერეთელი.


ალექსანდრე მეფის მიერ ფალავანდიშვილებიდათვის მიცემული სასისხლო სიგელის მოწმე სხვა დიდებულებთან ერთად არის განონაი წერეთელი.


შაჰ აბასის პირველი ლაშქრობისას თეიმურაზ და ლუარსაბ მეფეები იმერეთს გადავიდნენ.

გარდავლეთ ლიხი, მივედით ადგილსა იმერელთასა.
გიორგი მეფე მობრძანდა სამყოფსა წერეთელთასა,
წინ მოგვეგება, გვესალმა საჩხერეს, ადგილს ველთასა.
დავივანენით სამყოფსა მუნ სახლსა კარგთა ქველთასა.


მარაბდის ბრძოლის შემდეგ სამცხეში გადახვეწილი გიორგი სააკაძე ქართლში დაბრუნდა. "კუალად ეთქუა მუქარა ქუელს წერეთელს მოურავისა. მიუჴდა მოურავი და მოწუა მამული მისი. წარმოსრულს მოურავს ეწია ქუელი და ბრძვეს ურთიერთს. არამედ მოურავმან განაწონნა სამნი ისარნი მკერდსა და ივლტოდა ქუელი. ხოლო მოურავი მოვიდა გამარჯუებული".


268. ქველს წერეთელსა ებძანა ადვილად ჩემი მუქარა;
მიუხე, დავსწვი, დავდაგე, ადვილ წაუხდა რუქა რა.
წამოველ, უკან მამდივა, ნიავმან ვეღარ უქარა,
და შევსძახე: „ცუდათ გაგიცვდა გლახ შენი ბაქი-ბუქარა!“

269. ახლოს მომმართა საბრძოლად, იყო კარგისა ბედისა,
ორი ისარი გულსა ვჰკარ, ხსენება შექნა დედისა,
მამაცი იყო, გულსრული, საომრად შემომხედისა,
და ისივ გაბრუნდა, შეტყორცა რა ნახა ზედიზედისა!


1639 წ. ალექსანდრე მეფემ უწყალობა ბეჟან წერეთელს და მის შვილებს: ქაიხოსროს, ქველს და პაატას საჩხერეში სახასო ხოდაბუნის ნახევარი


1639 წ. ალექსანდრე მეფემ უწყალობა ბეჟან წერეთელს და მის შვილებს: ქაიხოსროს, ქველს, პაატას და ხახუტას ხოსა წერეთელი ხუთი კომლით, ერთი სამოსახლოთი და ერთი პარტახტით


1651 წ. 9 ოქტომბერს რუსეთის მეფისათვის გაგზავნილ ალექსანდრე III-ის საფიცრის წიგნში ჩამოთვლილ ბოიარებში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილებზე არიან დასახელებული Церетиле Давид, Церетиле Заал, Церетиле Кайхосров.


1660 წ. ნესტან-დარეჯან დედოფალმა უწყალობა ჩხეიძის ასულ მარეხს და მის შვილებს: ქაიხოსრო და პატა წერეთლებს საფალავანდიშვილოში ხოსროს და შემდეგ ტყავძველიძეების ნაქონი ყმა-მამული და დაუმტკიცა ადრე ნაწყალობები საჩხერეში ხოდაბუნის ნახევარი.

სიგელს ბეჭდით ამოწმებს ბაგრატ მეფე


1669 წ. 6 დეკემბერს რუსეთის მეფისათვის გაგზავნილ ბაგრატ IV-ის საფიცრის წიგნში ჩამოთვლილ დიდებულებს შორის დასახელებული არიან:დიდი ბაიარი და სარდალი წერეთელი ზაალ, დიდი ბაიარი იაშვილი მამუკა, ბაიარი 'წერეთელი ოტია, ბაიარი წერეთელი დავით, ბაიარი 'წერეთელი ქაიხოსრო (?).


ზაალ ფალავანდიშვილს მერაბ წულუკიძე მეფესთან დაუბეზღებია. მეფეს წულუკიძე "სასიკვდილოდ და ასაოხრებლად" გაუმეტებია, მაგრამ მერაბს ამ უბედურებისაგან თავი დაუღწევია, დამსმენისთვის პასუხი მოუთხოვია და მისი კუთვნილი "მოიდა-ნახე ციხე" "სისხლშიდ" დაუჭერია. შემდეგ მერაბს ეს ციხე ქაიხოსრო და პაატა წერეთლებისათვის მიუყიდია.