1. ... ია მთვარისასა.
2. [1559 წ. 23 მარტი] ქკ˘ს სმზ დაიბადა ბატონის არჩილის ვაჟი ჰერეკლე, მარტს კგ, დღესა...
3. [1561 წ. 18 აპრილი] დაიბადა თამარ აწყუერს, აპრილსა იჱ, დღესა პარასკევსა, დღისით, ჟამსა ვ, მთვარესა დ, ქკ˘სა სმთ.
4. [1563 წ. 29 აპრილი] საბა დაიბადა აწყუერს, პატრონი იანქო თ˘ა აპრილსა კთ, დღესა ხუთშაბათსა, დღისით ჟამსა მეექუსესა, ზ მთუარისასა, ქკ˘სა სნა.
5. [1564 წ. 3 ივნისი] ქკ˘სა სნბ, ივნისსა გ, დღესა სამშაბათსა, კზ მთუარისასა, შეწევნითა ღ˘ისათა და წ˘ის ნიკოლოზისათა, პატრონმან ყუარყუარე ქორწილი ქნა ოდიშს დადიანის ქალს მარეხთანა.
6. [1564 წ. 12 აგვისტო] დაიბადნეს ბასილი და ბექაჲ-პავლე აგვისტოსსა იბ, დღესა შაბათსა, ღამით, ჟამსა ბა, მთოვარესა ვ, ქკ˘სა სნბ, ციხისჯუარს.
7. [1565 წ. 7 ივლისი] ქკ˘სა სნგ, ივლისსა ზ, კვირას დღესა მოიყუანეს ბატონი მარეხ წყაროსთავს.
8. [1570 წ. 3 მარტი] წაბრძანდა პატრონი ქაიხოსრო ყაზმინს შათამაზს ყე[ე]ნს წინაშე, მარტს გ, დღესა პარასკევსა, მგელციხიდამან, ქკ˘სა სნჱ.
მუხრანბატონთა მოსახსენებლები
[edit]9. წ. მეფისა მჴნისა და ბრძოლათა შინა მიუდრეკელისა, ღ˘თის მოყ˘რისა ბატონის ბაგრატ-ყოფილისა ბარნაბასი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.
10. დედოფლისა ბატონისა ელენესი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.
11. ძეთა მათთა, სამოთხის ნერგთაებრ აღმოცენებულთა, თუალპირ შუენიერთა, ბრძოლათა შინა მიუდრეკელთა, მეფისა ბატონის ჰერაკლესი და ძმისა მათისა ბატონის აშოთისი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
12. დისა მათისა ბატონის თეოდორასი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი.
13. იონათანისი, გულდფარისი, იონათანისი (იოთამისი) საუკუნომცა საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.
14. წ. ღ˘თივ გვირგვინოსნისა ქართველთა მეფეთ-მეფისა დიდის კოსტანტინეს შვილის-შვილისა მეფის ბატონის ბაგრატის შვილი ბატონი არჩილ წარმართებულიყავნ ღმერთმან სიგრძესა შინა წელთასა, ამინ.
15. ძე მათი ჰერაკლე და ელენე აღზარდე და დაარჩინე, ღმერთო, ამინ.
16. ეგრევე ბატონის ვახტანგისი მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი.
17. [1572 წ. 11 იანვარი] პატრონმან მზეჭაბუკ, წლისა კბ-ისამან იქორწინა და მოიყვანა ასული როსტომ გურიელისა პატრონი როდამ სახელით და ცხოვრობდა მასთანა ერთი წელ და ორ თუჱ. იანვარსა ია, დღესა პარასკევსა, დღისით, ჟამსა ვ, გარისხდა ღმერთი მისის მშობლისათვის და პატრონი მზეჭაბუკ მიიცვალა ამიერ სოფლით საუკუნეთა მათ განსასუენებელთა, წლისა კგ-ისასა ორი თუჱ აკლდა, საღ˘თოთ-საკაცობომდი ყოვლად სრული და ზნე-უკლები. სიყრმითგან ღ˘თისმოყუარე და ქრისტეს სარწმუნოებჲზედა აღზრდილი, სრული მწიგნობარ-მგალობელი და რიტორი, ჴმაჲ-შუენიერი, ენა-ტკბილი, ეკლესიათა და ღ˘თისმოყუარეთა კაცთა პატივისმცემელი. ხოლო იცოდა სპარსული წიგნი და წერა და ენა თათრული, სპარსული და არაბული. ისპა მობურთალ-მოასპარეზე ქუეყანასა ზედა მისებრი არ გამოჩენილა. ქკ˘სა სჲ მიიცვალა.
18. [1572 წ. 16 ივლისი] დაიბადა ბატონის ვახტანგის ვაჟი ბაგრატ ივლისს ივ, დღესა ოთხშაბათსა, პირველსა ჟამსა დღისასა, ქკ˘სა სჲ.
თვალშვენიერის ყაზვინს გამგზავრება
[edit]19. [1573 წ. 27 მაისი] წ. მაისსა კზ, დღესა ხუთშაბათს წავედით ახალციხეს და ბატონი თუალშუენიერი საყაზმისოდ წავივანეთ, დღესა ხუთშაბათსა, ქკ˘სა სჲა, ივანობისთუეს იზ [17 ივნისს], დღესა ოთხშაბათსა ახალციხიდამ გავდეგით და ენკენისთუეს ლ [30 სექტემბერს], ოთხშაბათ დღესა წყაროსთავიდამ გავდეგით.
პარასკევს დღესა წურილნი და-ძმანი გაიყარნეს ქვა-კაცთა და ჩ˘ნ ჭალას დავდეგით. ღვინობისთუეს ია [11 ოქტომბერს], კუირას დღესა ვანაზიიდამ გავიყარენით დედა-ძმანი და ლაშქარნი და თუალშუენიერი გორს ჩავიდა იმ დღესა და ჩ˘ნ ჯამასპს მოვედით. კ ღუინობისთუესა [20 ოქტომბერს], სამშაბათსა დღესა ერევნიდამ წასულიყო. ამას უკანანდელი საქმე ღმერთზე ჰკიდია.
ქაიხოსრო ათაბაგის მოსახსენებელი
[edit]20. [1573 წ. 29 სექტემბერი] ეგრეთვე სახელოვანსა და აღმოსავალითგან ვიდრე დასავალამდე სახელ-განთქმულისა, სწორ-უპოვარისა, სიკეთე-აღმატებულისა და მრავალჯერ გამარჯუებულისა, მჴნისა და ახოვნისა, ბრძოლათა შინა უძლეველისა, ქრისტეანისა და ღ˘თისმოყუარისა პატრონის ქაიხოსროსგან გარისხდა ღმერთი ყაზმითს. და დაუტევა მდენი ესე საწუთო ენკენისთუეს კთ, დღესა სამშაბათსა, ცხრა ჟამს, მთუარესა ბ და მიიცვალა; წლისა ნა ფებერვალსა იგ გათავდებოდა, საუკუნეთა მათ საყოფელთა სასუფეველსა ცათასა, მამისა თანა და ძისა და წ˘ისა სულისა, რომლისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მისი, ქკ˘სა სჲა.
21. [1573 წ. 22 ოქტომბერი] ღუინობისთუეს, ოცდაორს, დღესა ხუთშაბათსა, პატრონი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა, ქკ˘სა სჲა.
22. [1573 წ. 9 ნოემბერი] ნებითა ღ˘თისაჲთა და შეწევნითა აწყურისა და ვარძიისა ღ˘თისმშობლისათა, დაიბადა პატრონის ყუარყუარეს ძე პატრონი ქაიხოსრო აწყუერს, გიორგობისთუე ცხრა, ორშაბათი დღე განთენდებოდა, ქათმის ყიულ; მთუარესა იდ, ქკ˘სა სჲა.
23. [1575 წ. 20 მარტი] მარტსა კ, დღესა კვირიაკესა, ჟამსა მწუხრისასა, ქკ˘სა სჲგ, მთუარესა ცხრასა გარისხდა ღმერთი ცამდი ამაღლებულისა ჴელმწიფის შვილისა, დაკარგულის დიდის ათაბაგის ძისა, თუალ-პირ-სამოთხისა, ლამაზად შესახედავ-წარმოსადეგისა, [ახლისა] სამოთხის ყუავილისა, ორის საჴელმწიფოს სასახელოს შვილისა, პატრონის იანქოსგან ღმერთი გარისხდა. და დაუდგეს მის მშობელს დადგ... აპრილსა კთ, თორმეტის წლისა გათავდებოდა.
24. [1576 წ. 15 მაისი] ქკ˘სა სჲდ, მაისსა იე, დღესა სამშაბათსა ყაენი შასთამაზ მოკუდა და უსტაჯალუანთა და იოთამიშვილმან ალიხან სულთან ჰაიდარმირძას ბატონობაჲ მოინდომეს; ჯარგაზმა - შამხალ-ავშართა და ვინც მათი ოიმახი იყო, მიუჴდეს, აიდარმირძა მოკლეს, უსტაჯალუანი ამოსწყუიტეს და ისმეილ მირძის გამოსაყუანლად კაცი გაგზავნეს. და ამასვე ქკ˘ნსა და ამავე მაისსა კბ [1576 წ. 22 მაისი] მისი შუილი შაისმელი - ტყუედ ჯდა ციხეს ყაჰყაას და - გამოიყუანეს დღესა სამშაბათსა და კვ [26 მაისი] არდაველს ქალაქში მოვიდა და კჱ [28 მაისი] ყაზმისისკე წავიდა.
25. [1576 წ. ივნისი] ამასვე წელსა, ივნისსა, ათაბაგი პატრონი ყ˘რ˘ყრე და ძმა მათი პატრონი მანუჩარ და ბიძაშუილი მათი მეფისშვილი პატრონი ჰერაკლე მგელციხეს წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად. ავ-კარგად სამოცამდის კაცი იახლა. სამწუბთ ღელეში დავდეგით.
აცნობაჲ ოლადის ქუაბიდამა ბედანისშუილმა იასონ ვარაზაშვილს კოკოლასა და მის ძმასა ლაშქარასა და მის ბიძას გურგაქს. იახლნეს თანა ელიას შვილი ავთანდილ და მისი ძმა შერმაზან, ამატკისშვილის როსტომის შვილი ამატაკ და აბდუყაფარ და მათი ძმისწული როსტომ და ამატკის ვაჟი სეხნიაი. დაეკაზმნეს ხუთასამდი კაცი და წამოვიდეს და ორთვალთჴიდს გამოვიდეს, ბორგს მივიდეს. იქ ფანასკერტელი იობის შვილი ჯირასონ გუერც იახლა, საუბარს შეესწრა კაცსა, თუ - გულმართლა ბატონებზე თავს დასასხმელად და დასაჴოცლად მიდიანო. იარა და აცნობა [უგუბოს] დოლენჯიშვილს ყანდურალის, თუ გულმართლა ბატონიშვილებს დაჰჴოცენ! ფიცხლა აცნობე! წამოვიდა ყანდურალი, აცნობაჲ ბატონებსა. ქათამს ეყივლა. ადგეს ბატონები და ვინც იყო, დაეკაზმნეს. ოცამდე შეკაზმული კაცი იყო. ბარგი აჰკიდეს, დიდხან იქივ იბრუნეს და არ მოვიდეს. უკმოგდეს ოჴერათ-თავს სიმაგრესა.
26. [1576 წ. 30 ივნისი] ივნის ლ. შაბათს დღის განთიად დაესხნეს ნასადგომევსა. სხვა აღარა დახუდა რა: თუხარლიანთ კარავი და ბარგი დახუდა და ის დაიფორაქეს; ჯორები კიდევ მოსცეს. ჩვენი და მათი კაცი გარდიკიდნეს; ერთი მოკლეს და ერთი ჴელ დაიჭირეს ჩ˘ნთა. წავიდეს გაწბილებულნი. ეკუეხა: "არ გაგუსწრობოდეს, თავებს დავსჭრიდით და მკუდარს ასო-ასო ავიქმოდით. და ეს გუექნა, მარტუილებსაც არ გაუშუებდით ცოცხალსა!"
დავარდა ჴმაჲ; დაიწყო ჩ˘ნმა ლაშქარმა მოდენა. გაემართნეს პატრონი ყ˘რყ˘რე და პატრონი მანუჩარ და ჰერაკლე სახელსა ზედა ღთისასა და მივედით ზადა-თმოგუს. და თმოგუის ქალაქი მოვარბიეთ და იქივე ზედა თმოგუს ამოვედით და პატრონი დედა მათი, დედისიმედ ყოფილი დებორა იქ მოვიდა. და ორშაბათს ვანის-ქუაბს მოვადეგით და ოთხშაბათს იერიშით ავიღეთ და პარასკევს დღეს ავიყარენით, ჩაუდეგით, რჩეულიანი შემოვიწყუენით. კუირას დღეს ოლადის ქუაბი ავიღეთ, ამოვედით, კარწახს დავდეგით.
27. [1576 წ. 19 ივლისი] ივლისსა ით, დღესა ხუთშაბათსა, ქკ˘სა სჲდ ჰერაკლე შევჰკაზმეთ, წლისა ივ-ისა, სამის თუისა და სამის კუირისა. მიუჴედით ფოსოს, სახლი დავწუით და ამოვსწყუიდეთ. გაუძახეთ ლაშქარი. დარღუეულთ ხიზანი და ალაფი გამოვიღეთ და მოვედით და პალაკაციოს დავდეგით და იქიდამა თეთრ-ციხის გარეშემო დავწუით ალბუტი და კამაროანი და შასთან ელჩი გავგზავნეთ.
28. [1576 წ. 28 ივლისი] ამავე თუესა, ივლისსა კჱ, დღესა შაბათსა შალიკაშვილის ზემბადის შუილმა მათივ ნაქონები ოთის ციხე წაართუა და ჩ˘ნ, თათარნი შუა შემოვიდეს, გამოუდეგით, წამოვედით მგელციხეს, შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით და მერმე აწყ˘რს წავედით.
29. [1576 წ. 31 აგვისტო] ამასვე ქორანიკონსა, აგჳსტოს ოცდაათერთმეტსა ვარნეთის ციხეს უღალატეს მგელციხიდამა და ენკენისთუეს ოთხსა [4 სექტემბერი] პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე, მათი ბიძაშუილი, მგელციხეს იყვნეს და შალიკიანთ აზნაურიშვილებს თავს დაესხნეს. აზნაურიშვილები გარდაეხუეწნეს. ერეკლე მიეწია, კაცი ჩამოაგდო და კარგი ცხენი დარჩა და ჩ˘ნც მოვედით სამცხიდამა და შერანშაიანთ წყაროზე დავდეგით.
30. დიასამიძემა დე[მოთ]ის საღალატოდ აზნაურიშვილები და მსახურები გაგზავნა და ვეღარ უღალატეს და ჩჳდმეტი ჴელთ დარჩა საჯარს, შალვაშვილს, ციხისთავს.
31. [1576 წ. 24 ივნისი] ამავე ქ˘კნსა სჲდ, ივანობისთუეს კდ ბატონი არჩილ შირაზიდამა ყაზმითს მოსრულიყვნეს ცოლშვილიანად.
32. მერმე ჩაუდეგით, ფოსო ამოვსწყჳდეთ და შასთან ელჩი გავგზავნეთ. უკმოვბრუნდით, სამცხეს მოვედით.
33. [1577 წ. მარტი] ქ˘კნსა სჲე, მარტში, მიგჳხდა კოკოლა და ახჩიის ქუაბი წაგუართუა. წავიდა ბატონი მანუჩარ და იმავ წამს წაართუა. ერეკლე თან ახლდა. მერმე გურგაქ უკუადგა კოკოლას, თავის ძმისწულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯისციხე უკმოუჭირა. მერმე ფიცი გაუტეხა და კიდევ უკუადგა ბატონს მანუჩარს. უკმობრუნდა ბატონი მანუჩარ; ჩაუდეგით კიდევ გაზაფხულზე, ვეუბნთ. არ შემოგუეწყუნეს. დაურბიეთ ფოსო, ელჩი გავისტუმრეთ და უკმოვბრუნდით.
34. [1577 წ. სექტემბერი] ამავე ქრონიკონსა ქ, სახელსა ზედა ღ˘ისსა, გავილაშქრეთ ენკენისტუე ნახევარ და ქაჯის ციხეს მოვადექით.
35. [1577 წ. 2 ოქტომბერი] ღვინობისთუეს ორს გურგაქ შემოგუეწყო და ველი მოგუცა. გავბრუნდით, ურთის ციხე-საყდარი წავართუით, კოკოლას კერძად იყო, და ციხე დავაქციეთ, სიმაგრე რაც იყო დავწუით, საყდარი გაუშუით, ფოსო მოვარბიეთ და ელჩი გაუშუით ყაენთანა, მოვბრუნდით, მგელციხეს მოვედით.
36. ბოსტოღანიშვილმან მატამა უხუცესი მისი ძმა მოკლა, ათამირძა ერქუა. წამოვიდა ბატონი მანუჩარ, დაიჭირა მატაი და თუალები დასწუა მას და მისთან მყოფთ ყმათა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ, მგელციხეს მოვიდა, ბატონი ყ˘რყ˘რე და ბატონი მანუჩარ იქ დადგეს და ბატონი დედისიმედი წამოვიდა, ახალციხეს მოვიდეს.
37. [1577 წ. 17 დეკემბერი] ქრისტეშობისთუეს იზ, ამბავი მოვიდა თუ: შაისმეილი მოკუდაო. აღარ დავიშალეთ, შობ˘ჲს ელჩი გავგზავნეთ ბატონს თუალშუენიერთანა; ყაენის სიკუდილი არ დავიჯერეთ.
38. [1577 წ. 28 დეკემბერი] ქრისტეშობისთუეს ოცდარვასა თუალშუენიერის კაცი მოვიდა, სადასტურო ყაენის სიკუდილის ამბავი მოიტანა გიორგობისთუეს კგ [1577 წ. 23 ნოემბერი] მომკუდარიყო შაისმეილი.
39. [1577 წ. 31 დეკემბერი] ქრისტეშობისთუეს ოცდათერთმეტს ბატონი ყ˘რყ˘რე და ბატონი მანუჩარ თმოგუს მოადგეს, სამშაბათს დღესა.
40. [1578 წ. 5 იანვარი] იანვარს ე, კუირას დღესა, ქ˘კნსა სჲვ პატრონი დედისიმედი და ბატონი ბექა ყუელს მოადგეს.
41. [1578 წ. 8 იანვარი] ამას˘ვე იანვარს ჱ, ოთხშაბათს თმოგუი წაართუეს და აქეთ იმავ დღეს ყუელი წავართუით.
42. [1577 წ. 7 ნოემბერი] ოთხშაბათს, გიორგობისთუეს შუიდს, ბატონს ერეკლეს ცხენი წამოექცა. საქმე სათუოდ გაუჴდა, ასრე საძულად დასცა; უცხოფერს ფათერაკს მორჩა. აგრევე მეცამეტეს დღეს წავიდა სანადიროდ, ქარაფის ძირს იჯდა, ჩამოაგდო ქვა, დაეცან თითის წუერი ძულითურ მოჰკუეთა; გონჯად დალეწა; ორს თუეს ძუილ გამომთელდა. მისთუის არც თმოგუს იყო და არც ყუელს.
43. შეიყარა კოკოლამა ყარახან, წამოვიდა თმოგუზე მოსაშუელებლად, ვეღარ მოესწრა. ციხე ორივ წაერთმევინა. ყუელიდამა თმოგუს წავიდა ბატონი დედისიმედი. იქიდამა ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა; ფოსო და ჯავახეთი დაარბივა და გურგაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა. ბატონი ყ˘რყ˘რე და ბატონი მანუჩარ ახალციხეს წამოვიდა და ბატონი დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგუის ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა და თუალშუენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხების შოვნა შესთუალა და ურუმთ აშლა აცნობა და ურუმთ საჩქარო ჴმა დაუვარდა. პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილეთან მოვიდა. პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე - ლაშქარნი შეიყარეს - წავიდეს, ურუმს პირს მიუდგეს. პატრონი ყ˘რყ˘რე ცოტად უგუნებუდ იყო; ის ვეღარ წავიდა. ზღუდერს ჩავედით.
44. [1578 წ. 26 თებერვალი] ამასობაში ოთმანიანი რვაათასი კაცი ფებერვალს კვ, ოთხშაბათს დღესა, დაესხნეს ყარახანს, გაუდრკა საილათოდ. წაუდგეს ურუმნი და ათიოდე კაცი მოუკლეს. მობრუნდეს, გორი დაუწუეს და იმავ ზარიშატში დადგეს. მობრუნდა ყარახან, ექუსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა, ამოსწყუიდნა ურუმნი, გააქცივნა, სახელსა ზედა ღ˘ისასა და გაემარჯუა ყარახანს და აივსნეს საქონლითა და იარაღითა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ და აწყუერს ჩამოვიდა.
45. [1578 წ. 21 მაისი] წ. ქ˘კნსა სჲვ, მაისსა კა, დღესა ოთხშაბათსა წავიდა პატრონი ერეკლე სურამს, ქართლის დედოფალთანა: დედოფალი ღარიბად იყო; მასთან სამყოფად ჩავიდა.
46. [1578 წ. 7 აგვისტო] ამავე ქ˘კნსა, მარიამობისთუეს ზ, ხუთშაბათს დღესა ხუანთქრის ლაშქარი და ლალაფაშა მგელციხის ციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველთ დღეთ ომში იყუნეს ციხოანი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა - ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს, მათის ყმითა და ღთის შეწევნით უკუყარნეს და ციხე ჩ˘ნვე დაგურჩა: ჩ˘ნთა გაემარჯვა.
47. [1578 წ. 8 აგვისტო] პარასკევს დღესა, ჱ მარიამობისთუესა ქაჯის ციხე, ველი და თეთრციხე წაგუართუეს ურუმთა და ქაჯის ციხის მეციხოვნენი სრულად შემოეჴოცნეს.
48. [1578 წ. 9 აგვისტო] და თ შაბათსა, დილასა ძურძნასა და წინწალს შუა აზრუმისა და ვანის ფაშა მოვიდეს და სულთანი და ყარახან ბაზუქლუ, კიდევ მუღალუს ბატონი, იქ შეიყარნეს. მაჰმადი-სულთან გორაზე წამოადგა; მისი ვინც იყო, გუერც მოიყენა და სხუაჲ ბატონები შეებნეს ურუმთა. პირველად გაიმარჯუეს ყიზილბაშთა და მერმე ურუმნი მოერივნეს და გაიმარჯუეს. მაჰმადი-სულთან გამოიქცა, გარდაეხუეწა.
49. [1578 წ. 10 აგვისტო] იმავ კუირას, ი მარიამობისთუესა, პატრონი მანუჩარ ქაჯის ციხეს შეეყარა. ვერც ლაშქრის ომსა და ვერც ციხების აღებ˘ჲს ვერ მიესწრა.
50. [1578 წ. 2 აგვისტო] ამილახორიშვილი ქოიარ მიეგებაჲ არტანს და ორი ციხე მან შესძღუნა ლალაფაშასა მარიამობისთუეს ორსა.
51. აგრეთვე არფაქსად ჰბირებოდა ექუსით ციხითა მას წინათ და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღუნა და პატრონს მანუჩარს თან მიჰყუა, იმ წამს გამოოჰგუარეს, ციხეები გამოართუეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს.
52. [1578 წ. 17 აგვისტო] პატრონმა მანუჩარ იზ ამავ თუესა თმოგუის ციხე მისცა ლალაფაშასა. ახალქალაქი უწინ წაართუეს - კოკოლას მეციხოვნე იდგა და იქიდამ მისცა თმოგუი. გააძეს.
53. წავიდეს ტფილის ქალაქზე. ის დაუთხან დაწუა და გაეცალა, ლორეს ჩავიდა. ტფილის ჩავიდა. ფაშა დასუეს და გორს - სანჯახი.
54. პატრონის ბაგრატის შუილი, პატრონი ვახტანგ, ერისთავი ელისბარ და ამილახორი ბარძიმ ერთად შეიყარნეს. ლალაფაშა ლაშქარი გააძახა დედოფალსა და სრულად ქართლსა. ესენი მოვიდეს და ამათის წყალობითა ლაშქარი დააბრუნვეს. თემი აღარ ამოსწყდა. მათ-მათი მამული მისცეს, ოთხი დღე არ დააყოფინეს, დააბრუნვეს; მათს მამულში მოვიდეს.
55. სომხითართ ბევრი აწყინეს.
56. [1578 წ. 1 სექტემბერი] ლაშქარი გამოეშვა ლალაფაშასა; ამოიარეს ქართლი; დაუდგეს იმერელნი წინა და მწოედ ამოსწყუიტეს.
57. [1578 წ. 10 სექტემბერი] მეორედ ერეკლე დაემწყუდია შიგა ომში, პატრონის არჩილის შუილი და მას გაემარჯუა. უცხოფრად შებმულიყო, ცხენი ქუეშ გამოეკლა მისთჳს: თექვსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი [ჯაჭუს] და ვერც ჯაჭუი და ვერც მუზარადი ვერ გაეკუეთა. ერთი ჴრმალი ხანჯარს სცემოდა; ხანჯრის ტარი ზედ დაეჭრა; ექუსი აზნაურიშვილი მძიმედ დაუჭრეს, დაუკოდეს. გამარჯუებაჲ ერეკლეს დარჩა; გამოაქციეს თათარნი, უფროსიერთნი დაჴოცეს და ამოსწყუიტეს.
58. ენკენისთუეს ერთს იმერელნი შეიბნეს და გაიმარჯუეს და ქართლელნი და ერეკლე ენკენისთუეს ათს შეიბნეს და სრულიად ამოსწყუიდეს.
59. ორავჟანდას შვილი მოვიდა და ლალაფაშასთან მანუჩარს ის მიუძღუა. ახალქალაქიდამ ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდეს. ორავჟანდას შუილი ქაიხოსრო აქათ გამოეგზავნა.
60. [1578 წ. 4 სექტემბერი] ქ˘კნს სჲვ, ენკენისთუეს ოთხს, ხუთშაბათს ქორწილი უყავით მასთან პატრონისშუილს თამარს. სამებამან და საშინელმა აწყუერისა ღ˘ისმშობელმან წ˘ნ ქორწილი ბედნიერად მოუჴდინოს. ჭამა აგურიანში იყო, თათართ შიშითა. დია ჩ˘ნი უგუნებო ქორწილი იყო.
61. აგრეთვე კახი მეფე, პატრონის ლეონის შუილი [პატრონი ალექსანდრე] მიეგებაჲ ლალაფაშასა სართიჭალას შეეყარა და შაქისა და შარვანზე წავიდეს.
62. ამაზე შერანშაშუილი მოვიდა ყაენიდამა, თუალშუენიერთან იყო; ეს ამბავი მოიტანა: მანუჩარის ლალაფაშასთან მისულა შეიტყუა ყაენმა. თუალშუენიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს და ყორჩიბაშს მიაბარეს.
63. [1578 წ. 26 აგვისტო] მარიამობისთუეს ოცდაექუსს ორშაბათს დღესა დაიჭირეს თუალშუენიერი.
64. დაიჭირეს შირვანი, ციხე ააშენეს და ოსმან ფაშა სეაყენეს, მისით ლაშქრითა, და შემობრუნდეს.
65. ალექსანდრეს შვილი არაგუამდის მოჰყუა და დაბრუნდა.
66. ლალა-ფაშა მუხრანს დადგა, გორი გაამაგრა.
67. ქართლის მეფე, პატრონი სუიმონ ტყუე იყო; ყაენმა გამოუშუა, მოაბით მოიყუანეს ავადმყოფი. პატრონი არჩილ, ერთით შვილითა: და ბევრი ტყუე თან მოიტანა, ღვინობისთუეს ნახევარ მოვიდა. ყაენმა ხუდაიბანდი გამოუშუა. ლალა-ფაშა ქართლსვე იდგა. მოვიდეს სომხითს, დალაპარაკდეს. ავადმყოფი იყო, მისით მიზეზით ვეღარ ნახა.
68. [1578 წ. 1 ოქტომბერი] აიყარა ლაშქარი ღუინობისთუეს ერთსა, პარასკევს დღესა, მოდენა დაიწყო. აწყუერს ვიდეგით. ორშაბათს პატრონი მანუჩარ გამუეშუა, წინათ მოვიდა. სამშაბათს - პატრონი ყრ˘ყრე წინ მიეგებაჲ - თუითან ლალა-ფაშაც მოვიდა და გაღმა ლეკზე დადგა.
69. ხუთშაბათს პატრონი დედისიმედი გავიდა ციხიდამა და ლალაფაშა ნახა. ანგარიში არ იქნებოდა, რაც ლაშქრისა და აქლემების ჯარი იყო. შაბათს, ცისკრისა აიყარა და წავიდა. პატრონი ყ˘რყ˘რე თან გაჰყუა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარც თან წაჰყუა. ათს დღეს ძუილ ლაშქარი გაწმდა.
70. სამშაბათს დღეს ამბავი მოვიდა: პატრონი ყ˘რყ˘რე აღარ დაბრუნდაო. წუადგა დედისიმედი, ჯაყამდის სდია, ვერ მიეწია; აზნაურიშუილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნვა; ისრე დედისა და ცოლშვილის გამოუსალმებელი წავიდა. ოლთისი სასანჯახოდ მისცეს; იქ მივიდა.
71. პატრონი მანუჩარ მოვიდა, აწყუერს მობრუნდა.
72. [1578 წ. 4 დეკემბერი] ტაძრადმიყვანების დღეს პატრონის დედისიმედის ძმა პატრონი ვახტანგ ჴელთ დაიჭირა პატრონმა მეფემა სუიმონ და კეხუის ციხეში ტყუედ ჩააგდო.
73. ლალაფაშას ლაშქარი და მირძა-ალი გამოეგზავნა პატრონს მანუჩართანა, ქართლს გაეძახა. ქართლს ვერ ჩაუვიდეს, სადგერს დადგეს და ამოსწყუიდეს სადგერი. წმიდის გიორგის განძი წაჴდა.
74. მეორედ კიდევ სანჯახები გამოეგზავნა; შეიყარა პატრონი მანუჩარ, ჩაუჴდა და ზემო ქართლი დაერბია.
75. [1578 წ. 24 დეკემბერი] მოუვიდა კაცი პატრონს ყ˘რყ˘რეს, ოლთის აღარ დააყენეს, აზრუმს მიიყუანეს; შობის წინა დღეს წაიყუანეს.
76. მოუჴდაშაჰის ხუდაიბანდის ცოლი ბეგუმ შირვანსა, შეიბნეს, ამოსწყუიდნეს ლაშქარნი, ციხე დაწუეს, დააქციეს; ხაზინა ყუალა ჴელთ დარჩა, თათარხან ჴელთ დაიჭირეს, ყაზმის ტყუედ წაიყუანეს; მოერივნეს ყიზილბაშნი. ოსმან-ფაშა დემურყაფს უკურჩა. ჩავიდა ყაზმის ბეგუმ. დაიჭირეს ბეგუმ გამარჯუებული ჴელთა; ისიც მოკლეს და თათარხანცა, ყაენმა დააჴოცინა.
77. [1579 წ. 23 მარტი] ქ˘კნს სჲზ, მარტს კგ, პატრონი მანუჩარ აზრუმს წავიდა.
78. [1579 წ. 20 აპრილი] პატრონი ყ˘რყ˘რე და პატრონი მანუჩარ კოსტანტინოპოლის წავიდეს აზრუმიდამა. აპრილის კ ორშაბაჲთს გადგეს.
79. [1578 წ. 23 აგვისტო]მასუკან მოვიდა ამბჲვი - ბატონი თუალშუენიერი: მარიამობის თუეს ოცდასამს ჴელთ დაიჭირეს.
80. [1578 წ. 1 ოქტომბერი] ღუინობისთუეს ა, ორშაბათს დღესა ალამუტის ციხეში ტყუედ წაიყუანესო.
81. [1579 წ. 31 მაისი] ჟამი შეიქმნა. მაისსა ლა, საბათს საღამოსა ხოსიტა გააცხელა საკანაფეს, პატრონის ყ˘რყ˘რეს შვილი. ღ˘თის შეწევნით გარდაიჴადა. [19 ივნისი] ივნისს ით ბატონი ბექა გააცხელა და ღთის შეწევნით მანც გარდაიჴადა. ბევრი გააცხელა ჩ˘ნები და არავის-რა დაუზიანდა.
82. მეორედ მოვიდა ლალა-ფაშა და კარი ააშენა. ტფილის ქალაქს ლაშქარი გაგზავნა და ნუზლი შეიტანა.
83. [1579 წ. 26 აგვისტო] მარიამობისთუეს კვ პატრონი დედისიმედი გააცხელა ხუთშაბათს დღესა და ორშაბათს დღესა ბერის პატრონის ბასილის ჟამით გაცხელებაჲ მოვიდა, საფარას საბურთეზე გაეცხელებინა. იმწამს წაბრძანდა პატრონი დედისიმედი. ორნი დედაშვილნი ერთს კარავში დაწვეს. [3 სექტემბერი] ენკენისთუეს გ, პარასკევი განთენდებოდა, ღმერთი გარისხდა, ბატონი ბასილი მიიცვალა იე წლისა და ოცდაორი დღისა ღამით, ჟამსა გ. წამოვიდა პატრონი დედისიმედი მოაბითა, ზღუდერს ჩამოვიდა.
84. [1579 წ. ოქტომბერი] და ღუინობისთუეს უსკუდარიდამ პატრონიშუილების გამოშუების მახარობელი მოვიდა.
85. [1579 წ. ნოემბერი] ამავე ქ˘კნსა გიორგობის თუეს პატრონი მანუჩარ მოვიდა კოსტანტინოპოლიდამ. ფაშაობაჲ ებოზა ხუანთქარსა და სრულად მისი მამული. ორ თვეს პატრონი ყრყრე თორთომს დაეყენებინა, არ გამოეშუა.
86. [1580 წ. 8 იანვარი] ქ˘რკნსა სჲჱ, იანვარს ჱ, პატრონი ბექა ვალიდამა გავაყენეთ. ლალა-ფაშა წასრულიყო და ბექა ოლთისს დადგომილიყო.
87. [1580 წ. მარტი] პატრონი ყ˘რყ˘რე ღთის წინაც შეურცხუენელი და კაცთანაც ფალავანი დაეცა ხუანთქართანა - და ქართველობით გამოეშუა, მისის საბაჲტონოს წყალობაჲ ექნა... და მარტში მობრძანდა.
88. [1580 წ. ივნისი] ივანობისთუე ნახევარ ბექა მოვიყუანეთ და თუითან ორნივ ბატონი ლორეს წავიდეს, დაარბიეს და გამარჯუებულნი მოვიდეს.
89. მასუკან მეორეს წელიწადს სინან-ფაშა მოვიდა, ტფილის წავიდა და ორნივ თან გაჰყვეს. პატრონი ყ˘რყ˘რე თრიალეთიდამ მოებრუნვებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა და პატრონი მანუჩარ თან წაეტანა.
90. [1580 წ.] ქ˘კნსა სჲჱ პატრონის ვახტანგისაგან ღ˘ი გარისხდა.
91. [1581 წ. თებერვალი] ქ˘კნსა სჲთ პატრონმან მანუჩარ გუირგუინი იკურთხა ფებერვალს.
92. [1581 წ. ივნისი] ივანობისთუეს დამდეგსა, ქ˘კნსა სჲთ ბექა კოსტანტინოპოვლეს წაიყვანეს.
93. [1581 წ. 4 აგვისტო] ამავე ქრ˘ნიკონსა მარიამობისთუეს ოთხს პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს. დიდის ხნის უნახავნი დაჲ-ძმანი შევიყარენით. [ოქტომბერი] ღუინობისთუეს წაბძანდა.
94. [1581 წ. 25 ნოემბერი] ქ˘კნს სჲთ, გიორგობისთუეს კე პატრონის ყ˘რყ˘რეს და პატრონის არჩილისგან ღ˘ი გარისხდა.
95. [1582 წ.] ქ˘კნს სჲო პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა. ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს და თემი ჩ˘ნვე დაგურჩა. და ყაენი განჯას მოვიდა. და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და პატრონს დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი.
96. [1583 წ.] ქ˘კნს სოა თუალშუენიერი ორმოდამ ამოიყუანეს და ყაენთან მოიყუანეს.
97. [1583 წ. 24 მარტი] ქ˘კნსა ს სამოცდათერთმეტსა, მარტს კდ, კუირას დღეს, ბზობაჲსა პატრონმან მანუჩარ მეფეთ-მეფის პატრონის სჳმეონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა.
98. [1584 წ.] ქ˘კნს სიობ სარდარი ვარად-ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად. ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩ˘ნვე დაგურჩა.
99. [1587 წ.] ქ˘კნს სიოე - აქა ხუდა ბანდას შვილი ამზა-მირძა დალაქმა მოკლა.
100. აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტსნტიპოლეს და საპატიონი მძევლად: შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორიშვილი ქოიარ.
101. და მძევლები დაიჭირეს; პატრონი მანუჩარ ვეღარ მიენდო.
102. [1587 წ.] ქ˘კს სიოე ახალციხე და გორი ააშენეს ურუმთა, აგჳსტოსა, დასაბამითგან წელთა შვიდიათას ორმოცდათოთხმეტსა.
103. მეფე სჳმეონ საშველად მოვიდა; აღარ შეაბეს მესხთა; თემი დაარბიეს და წავიდეს.
104. ბევრ რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს; ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას ცოლი წაიყუანა და წავიდა.
105. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყ˘რყ˘რეს სვილი - პატრონი ქაიხოსრო საკანაფეს ციხეში დადგეს.
106. და დიასამიძემ ელია დემოტიას ციხეს სავალინშვილი საღალატოდ შეუყენა. უღალატეს, ციხე წაართუეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.
107. და გოგორიშუილმა ბეჟან ციხიჯუარი უკუიჭირა და მისცა ფაშასა.
108. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩ˘ნ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას მარტს ნახევარ.
109. გაზაფხულ ყაენი ხუდაბანდიშუილი აბასი-მირძა გამოვიდა, არდაველს მოვიდა; ოზბეგნი ხუარასანს წამოეჭიდნეს; დაბრუ*ნდა, იქითვე წავიდა და თვალშვენიერი თან წაიტანა. თავრეჟს რომ ჩავიდეს, იქ ომი ქნა. სამჯერ შეიბა თვალშვენიერი, სამჯერვე გაიმარჯვა, კიდეც დაჴოცნა, ჴელთაც დაიჭირნა, ყაენს მიუსხა. ყაენმა მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.
მერმე პატრონი მანუჩარ ვეღარ მიენდო; ღონე ვეღარ მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი ჩემი შვილისშვილი პატრონი ქაიხოსრო გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშასთანა, შობის წინა დღეს.