Page:US Constitution in Georgian language.pdf/20

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

უფლება მოითხოვოს იმ მოწმეებთან დაპირისპირება, რომლებიც მის საწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან, აგრეთვე მოითხოვოს პროცესზე იმ მოწმეების იძულებით გამოძახება, რომლებიც მის სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებებს და აიყვანოს ადვოკატი თავის დასაცავად.

(რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)

VII შესწორება

საერთო სამართლის ფარგლებში დაცულია ადამიანის უფლება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, თუკი სადავო საკითხის ღირებულება აღემატება ოც დოლარს და არც ერთი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, არ შეიძლება სხვაგვარად იყოს გადასინჯული შეერთებული შტატების რომელიმე სასამართლოში, თუ არა საერთო სამართლის ნორმების შესაბამისად.

(რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)

VIII შესწორება

არ შეიძლება მეტისმეტად დიდი გირაოს და ჯარიმის დაწესება, აგრეთვე, სასტიკი და უჩვეულო სასჯელის დადება.

(რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)

IX შესწორება

კონსტიტუციაში განსაზღვრულ უფლებათა ჩამოთვლა არ უნდა განიმარტებოდეს, როგორც უარყოფა და უგულებელყოფა სხვა უფლებებისა, რომლებიც ხალხს გააჩნია.

(რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)

X შესწორება

უფლებამოსილებანი, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით არ გადაეცემა შეერთებულ შტატებს და არც შტატებს ეკრძალებათ, ენიჭებათ შტატებს ცალ-ცალკე ან მათ მოსახლეობას.

(რატიფიცირებულია 1791 წ. დეკემბერში)

XI შესწორება

არ უნდა იქნას განმარტებული ისე, რომ შეერთებული შტატების სასამართლო ხელისუფლება იმ საქმეებზე, რომლებიც, კანონის ან სამართლიანობის შესაბამისად აღძრულ იქნება ერთ-ერთი შტატის მიმართ მეორე შტატის მოქალაქის მიერ, ან რომელიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ქვეშევრდომის მიერ.

(რატიფიცირებულია 1795 წ. თებერვალში)

XII შესწორება

ამომრჩევლები უნდა შეიკრიბონ თავიანთ შტატებში და კენჭი უყარონ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს მათი შტატის მკვიდრი; მათ უნდა დაასახელონ თავიანთ ბიულეტენებში პიროვნება,