Page:US Constitution in Georgian language.pdf/19

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

რადგან თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია კარგად გაწვრთნილი მილიცია, არ უნდა შეიზღუდოს ხალხის უფლება, შეინახოს და ატაროს იარაღი.

(რატიფიცირებულია 1791წ. დეკემბერში)

III შესწორება

არცერთ ჯარისკაცს არა აქვს უფლება, მშვიდობიანობის პერიოდში, დამკვიდრდეს რომელიმე სახლში მისი პატრონის თანხმობის გარეშე,36 იგივე ეხება ომიანიბის პერიოდს, თუ ეს არ მოხდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად

(რატიფიცირებულია 1791წ. დეკემბერში)

IV შესწორება

არ უნდა შეილახოს უმიზეზო ჩხრეკვითა და დაპატიმრებით ადამიანის უფლება მისი პიროვნების, საცხოვრებლის, ქაღალდებისა და ქონების ხელშეუხებლობაზე და არცერთი ორდერი არ შეიძლება გაიცეს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს ფიცით ან საზეიმო დაპირებით, აგრეთვე ამას თან უნდა ახლდეს იმ ადგილების, პიროვნებებისა და საგნების დეტალური აღწერილობა, რომლებიც ჩხრეკასა და დაპატიმრებას ექვემდებარებიან.

(რატიფიცირებულია 1791წ. დეკემბერში)

V შესწორება

არავის მოეთხოვება პასუხი მძიმე ან სხვა სახის სამარცხვინო დანაშაულისათვის, სანამ მას არ წარუდგენს ბრალდებას და არ გამოიტანს საბრალდებო დასკვნას ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა საქმე შეეხება ომიანობის პერიოდში, ან სახელმწიფოსათვის საშიშ სხვა ვითარებაში, სახმელეთო ან საზღვაო შეიარაღებულ ძალებში ან მილიციაში მოქმედ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს; არც ვინმემ შეიძლება აგოს პასუხი, სიცოცხლისა და სხეულის ცალკეული ნაწილის დაკარგვით, ორგზის ერთი და იგივე დანაშაულისათვის; არც არავინაა მოვალე რაიმე კრიმინალურ შემთხვევაში თავის თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, არც ვინმეს შეიძლება წაერთვას სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე,37 არც არავის შეიძლება ჩამოერთვას სახელმწიფოებრივი სარგებლობისთვის კერძო საკუთრება, სათანადო კომპენსაციის გარეშე.

(რატიფიცირებულია 1791წ. დეკემბერში)

VI შესწორება

სისხლის სამართლის წესით დევნისას, ყველა კრიმინალურ შემთხვევაში, ბრალდებულს შეუძლია ისარგებლოს უფლებით, რათა მის საქმესთან დაკავშირებით შედგეს სასწრაფო და საჯარო პროცესი, მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. პროცესი უნდა შედგეს იმ შტატსა და ოლქში, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაული, ოლქს წინასწარ კანონი დაადგენს, გარდა ამისა, ბრალდებული ინფორმირებული უნდა იყოს ბრალდების ხასიათისა და მოტივების შესახებ; მას აქვს