Page:US Constitution in Georgian language.pdf/21

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
This page has not been proofread.

რომელსაც ხმა მისცეს როგორც პრეზიდენტს, ხოლო - ცალკე ბიულეტენებში პიროვნება, რომელსაც ხმა მისცეს როგორც ვიცე-პრეზიდენტს, შემდეგ მათ უნდა შეადგინონ ცალ-ცალკე სიები ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმები მიიღო როგორც პრეზიდენტმა და ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმები მიიღო როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, და იქვე მოუთითონ, თუ რა რაოდენობის ხმები დააგროვა თითოეულმა მათგანმა. ეს სიები მათ მიერ ხელმოწერილ და დამტკიცებულ უნდა იქნას და გადაიგზავნოს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელში, სადაც ისინი პირადად სენატის თავმჯდომარეს უნდა ჩაბარდეს - სენატის თავმჯდომარემ, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თანდასწრებით, უნდა გახსნას ყველა წერილობითი მოწმობა, რის შემდეგ უნდა მოხდეს ხმების დათვლა; პიროვნება, რომელსაც როგორც პრეზიდენტს ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება პრეზიდენტი, თუ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა უმრავლესობას შეადგენს; ხოლო, თუ ვერავინ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ წარმომადგენელთა პალატამ იმ პიროვნებათაგან, რომლებმაც საპრეზიდენტო სიაში ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვეს, ამ პიროვნებათა რიცხვი სამს არ უნდა აღემატებოდეს, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიოს, კენჭისყრის გზით, პრეზიდენტი. მაგრამ პრეზიდენტის არჩევისას ხმის უფლება უნდა მიეკუთვნოთ შტატებს, ამასთან თითოეული შტატის წარმომადგენლობას უნდა ჰქონდეს ერთი ხმა, ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს შტატების რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება შტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

{ხოლო თუ წარმომადგენელთა პალატა არ აირჩევს პრეზიდენტს, როდესაც არჩევის უფლება მას ექნება გადაბარებული, მაშინ მომდევნო მარტის თვის მეოთხე დღემდე პრეზიდენტის მოვალეობას ისევე, როგორც პრეზიდენტის სიკვდილის ან მისი სხვა კონსტიტუციური უუნარობის შემთხვევებში, შეასრულებს ვიცეპრეზიდენტი.} [შეიცვალა მეოცე შესწორების მესამე ნაწილით] პიროვნება, რომელსაც,როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება ვიცე-პრეზიდენტი, თუ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას შეადგენს, ხოლო თუ ვერავინ ვერ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ სენატმა სიაში ხმების რაოდენობით პირველი ორი პიროვნებისგან უნდა აირჩიოს ვიცე-პრეზიდენტი; ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს სენატორთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება სენატორთა საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მაგრამ არავინ შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ვინც კონსტიტუციურად შეუფერებელია პრეზიდენტის თანამდებობისათვის.

(რატიფიცირებულია 1804 წლის ივნისში)

XIII შესწორება 38

ნაწილი 1.

შეერთებული შტატების ფარგლებში, ან სხვა ასეთ ადგილას, სადაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, არ უნდა არსებობდეს არც მონობა და არც იძულებითი შრომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება სასჯელს ჩადენილი დანაშაულისათვის, რომელიც დამსახურებისამებრ უნდა მიეზღოს დამნაშავეს.