Jump to content

1667 წ. 10.01. - დაწერილი როსებ ამირეჯიბისა კათალიკოს დომენტისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დაკარგულია დედანი და ძველი პირი - სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 77.

გვაქვს 1848 წ. პირიდან გადაღებული პირი E-073/19, ამჟამად დაცული პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

საბუთის შინაარსი

[edit]

როსაბ ამირეჯიბი, მისი ძმა ზაალი, მათი შვილები და შთამომავლები პირობის წიგნს აძლევენ დომენტი კათალიკოსს, რომ შეწყვეტდნენ დავას საკათალიკოსო მამულებზე და დაუბრუნებდნენ სვეტიცხოველს სოფელ მოხისის მოსაზღვრე მინდვრებს. რამინმა აღიარა, რომ არასწორი იყო როცა ედავებოდა საზღვრებზე მოხელე ჭაქუაძესა და სოფელ აბისის მცხოვრებთ, რადგან 28 კაცს დაუფიცია და დაუმოწმებია, რომ სადავო მიწებზე ამირეჯიბებს ხელი არ ჰქონდათ.

საბუთს ამტკიცებეს 12 აღმასრულებელი, მოწმე და შუამავალი. მათ შორის: ეფთვიმე ურბნელი, კაცია ამირეჯიბი, ქრცხინვალის მამასახლისი გრიგოლი, სახლის-ხუცესი პაპუა (მაღალაძე) და სრულიად მცხეთელები და საამირაჯიბოს მცხოვრებლები.

საბუთის დამწერი და მოწმეა რევაზი.

საბუთის ასლს ჰქონია სათაური: მოხური და აბურის მძღურებისა ბერძენაულს.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს ჰქონია თარიღი 1 ოქტომბერი. ქორონიკონი 355 (1667 წ.).

საბუთის პერსონალია

[edit]

პუბლიკაცია

[edit]