ქ. ჩუენ, დედოფალთა-დედოფალმა პატრონმა მარიამ, ასულმა დადიანისამა, ესე სადეკანოზო წიგნი გაგისინჯეთ, შენ ოქონის ხატის დეკანოზის შვილს, მამუკას და შენთა შვილთა, ასრე, რომე ძველითგან სამკუიდრო თქვენი ყოფილიყო ოქონის ხატის დეკანოზობა. შეგიწყალეთ და ჩუენცა გიბოძეთ ყოვლის კაცის უცილებლად. გორის მოურაო, მამასახლისო და ერთობილნო გორელნო, თქუენცა ასე დაუმკუიდრეთ, რარიგაცა ამ ძველს სიგელში ეწეროს.
წყეულ, კრულ და შეჩუენებულმცა არს დაუსაბამოს ღმერთისაგან ვინც ამას ოქონის ხატის დეკანოზობა მოუშალოს, და ან ჩუენის საყდრიდამე ის ხატი სხვაგან სადმე წაიღოს და სხვაგან დაასვენოს.
ქორონიკონსა ტმგ (1655)
- მარიამის ხელრთვა