Jump to content

1582 წ. 03.13. - წყალობის განახლების სიგელი სვიმონ მეფისა ოქონის დეკანოზ ფილიონისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან სვიმეონ და ძმამან ჩუენმან პატრონმან ვახტანგ, ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და ვჰქენით მოკითხული და სიგელიცა გინახეთ და კურთხეულთ მამათა და პაპათა ჩუენთაგანც მკუიდრად ოქონის ხატის დეკანოზობა და სადეკანოზო თქუენ გქონებოდა. და აწე, ჩუენცა შეგიწყალეთ და სიგლითა ამით განგიახლეთ და დაგიმკუიდრეთ კარისა ჩვენისა და ოქონის ხატის დეკანოზობა შენ, კარის დეკანოზს ფილიონს და მამავალთა სახლისა შენისათა, ყოველთავე. ასრე და ამა პირსა ზედან, რომე რარიგადცა ამას წინათ ან ხატისათვინ გემსახუროს და ან ჩუენთვის, აწეცა ისრევე ერდგულად ჩუენ გვამსახუროთ.

ესე ჩუენგან ნაბოძვარი არა მოგეშალოს არა ჩუენგან და არცა ჩუენთა ნათესავთაგან. გქონდეს მკუიდრად და უცილობლად ყოვლისა ადამის ნათესავის კაცისაგან გორის ციხისა და ოქონის ხატის დეკანოზობა და სადეკანოზო, რაც ძველიდგან ყოფილიყოს, შენ ფილიონს, და მომავალთა შენთა ყოველთავე. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულსა სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ გორის მოურავნო, მელიქნო და სხვანო მოსაქმენო, კარისა ჩუენისაგან წარვლენილნო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, ესე ჩუენგან ნაწყალობევი სიგელი თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამ ფარვანაში ეწეროს, და ნურას შეეცილებით.

დაწერილა წიგნი ესე ქორონიკონსა სმე, და დაიწერა ახალი ნიშანი ესე ქორონიკონსა სო მარტს იგ.


სპარსული ტექსტი

აბულ-მუზაფარ სულთან მაჰმუდ ხან მირზა - ჩემი სიტყვა

ამჟამად, თანამედროვეთა შორის გამორჩეულის ფილარუზ გორელის პატიოსნებისა და ღვთისმოსაობის სიუხვის გამო გორის ციხის ეკლესიის ზედამხედველობა და დეკანოზობა მისთვის გვიწყალობებია და გვიბრძანებია. მაღალი ბრძანების თანახმად ხსენებული ქალაქის მელიქმა, ქეთხუდამ და რიშსეფიდებმა თანახმად დაწერილისა დადგენილად იცოდნენ, ზემოხსენებულის აზრი გაითვალისწინონ. ზემოხსენებულის საქმიანობას დაბრკოლება და წინააღმდეგობა არ შეუქმნან. ხსენებული ფილარუზის მოვალეობა ისაა, რომ თავის დაბრუნებულ სამსახურში ბეჯითად და ღიესეულად მოიქცეს, სამსახურში წუთითაც არ მოადუნოს ყურადღება. ამის შესახებ აკრძალვა იცოდნენ და არ დაარღვიონ.

დაიწერა კეთილად და გამარჯვებით დამთავრების საფარის თვის 21-ში ცხრაას ოთხმოცდაათ 990 წელს.


მინაწერი საბუთი (verso-ს მარჯვენა კიდეზე განივად): 1655 წ. - წყალობის განახლების სიგელი მარიამ დედოფლისა ოქონის დეკანოზის შვილ მამუკასადმი

ქ. ჩუენ, დედოფალთა-დედოფალმა პატრონმა მარიამ, ასულმა დადიანისამა, ესე სადეკანოზო წიგნი გაგისინჯეთ, შენ ოქონის ხატის დეკანოზის შვილს, მამუკას და შენთა შვილთა, ასრე, რომე ძველითგან სამკუიდრო თქვენი ყოფილიყო ოქონის ხატის დეკანოზობა. შეგიწყალეთ და ჩუენცა გიბოძეთ ყოვლის კაცის უცილებლად. გორის მოურაო, მამასახლისო და ერთობილნო გორელნო, თქუენცა ასე დაუმკუიდრეთ, რარიგაცა ამ ძველს სიგელში ეწეროს.

წყეულ, კრულ და შეჩუენებულმცა არს დაუსაბამოს ღმერთისაგან ვინც ამას ოქონის ხატის დეკანოზობა მოუშალოს, და ან ჩუენის საყდრიდამე ის ხატი სხვაგან სადმე წაიღოს და სხვაგან დაასვენოს.

ქორონიკონსა ტმგ (1655)

  • მარიამის ხელრთვა

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს ახლავს ორი თარიღი: ქორონიკონი სმე (1557), რომელიც ათარიღებს ადრესატისათვის ამავე წყალობის პირველად ბოძების ფაქტს, და ქორონიკონი სო მარტის იგ, ანუ 1582 წლის 13 მარტი, ხოლო სპარსული ტექსტის თარიღი - ჰიჯრის 990 წლის საფარის 21 - 1582 წლის 26 მარტი.

პუბლიკაცია

[edit]