1633 წ. 10.01. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა სახლთხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Hd-14651

პირი: 1450-32/348

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 19



ქართული ტექსტი.

ქ. ნებითა და შეწევ<ა>ნითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, მეფემან, ჰატრონმან როსტომ ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და მარვალფერად თავ<ა>დადებით ნამსახურსა ყმასა, ბარათაშუილს, სახლთუხუცეს ქაიხოსროს, შუილთა თქუენთა, გუგუნასა და ბარათასა, მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ალიყულიბეგის ნაქონს, აზნ{ა}ურიშუილს, ჩაჩიკაშუილს ასიტ{ა}ს გუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ დღეს ჩაჩიკ<ა>აშუილი ასიტა და მისნი ძმანი, რის{ა}ც მამულის მქონებელნი იყუნენ, უკ<ა>ლებრივა წყალითა, წისქუილითა, ველითა და ვენაჴ<ა>ით, მათის სოფ<ა>ლებითა, საძებრითა და უძებრითა, ნასყიდითა და უსყიდითა, ყოვ<ა>ლის მისის სამართლიანის მამულითა და სამძღურითა თქუენთუის და თქუენთა შუილთათუის გუიბოძებია.

აწე, უზედესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენის ვექილ-ვეზირნო დღეს, ვინ გინდა ვინ იყ<ა>ვ<ა>ნეთ და ანუ დღეის წაღმა, ვინგინდავინ იქნებოდეთ, მერმე, ესე ჩუენგან ნაწყალობევი სიგელი თქუენცა ასრე გაუთავეთ, რომე რარიგად{ა}ც ამა ჩუენგან ნაწყალობევ<ა>ს ფარვან{ა}ში ეწეროს, ნუოდეს ნუ შეუშლით და შე{ე}ცილებით თანდადგომისა და შეწევ<ა>ნისგან კიდე.

დაიწერა ბ<ა>რძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტკა ჴელითა ყორღანაშუილის მერ{ა}ბის{ა}თა.

სპარსული ტექსტი.

[ის (ე. ი. ღმერთი]

გამოვიდა მაღალი ბრძანებულება მასზე, რომ სიდიადის თავშესაფარის ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილის მიმართ მაღალი ყურადღების [მიპყრობის] გამო, ჩვენ დავუმტკიცეთ თიულად ხსენებულ სიდიადის საფარველს, ქათმის წელიწადის ექვსთვეობის დასაწყისიდან, ასლამაზ და პაპუნა ჩაჩიკაშვილები. იცნობენ რა ხსენებულ სიდიადის საფარველს თავის სრულუფლებიან თიულდარად, [ისინი] ქართლის გურჯისტანის დასტურლამალის მიხედვით გადასცემენ მას თვის მალუჯათს, გამოსაღებებს და სახელმწიფო გადასახადს და არ დაუჭერენ წესის წინააღმდეგ. მაღალი კარის მუსტოფი, [ჩასწერს] რა ამ ბრძანებულებას, ყოველწლივ ნუ მოითხოვს ახალ ბრძანებულებას. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდნენ, წინააღმდეგობა არ გასწიონ და როდესაც [ეს] სიგელი აღჭურვილი იქნება მაღალი ბეჭდით, ერწმუნონ მას. დაიწერა 28 რაბი’ I თვეს, წელსა 1043

საბუთის დათარიღება[edit]

ქართულ საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკა , ანუ 1633 წელი, მაგრამ სპარსულ საბუთს აქვს თარიღი 28 რაბი’ I თვეს, წელსა 1043, რაც შეესაბამება 1633 წ. 1 ოქტომბერს

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

1633 წ. 1 ოქტომბერი - წყალობის წიგნი

საბუთის გამცემი: როსტომ მეფე

საბუთის მიღები: ბარათაშვილი სახლთუხუცესი ქაიხოსრო, მისი შვილები გუგუნა და ბარათა.

საბუთის რაობა: როსტომ მეფემ უბოძა ქაიხოსრო ბარათაშვილს ალიყულიბეგის ნაქონი აზნაურიშვილები ჩაჩიკაშვილი ასიტა (ასლამაზ) და პაპუნა მათი მამულით.

საბუთის დამწერი: ყორღანაშვილი მერაბი

პუბლიკაცია[edit]