1628 წ. 03.12. - წყალობის წიგნი ჯაჰანბანუ დედოფალისა სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Sd-525

პირი: 1450-32/324

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 13



ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისა(ჲ)თა.

ჩვენ, დედოფალმან, პატრონმა{ნ} ჯაჰანბანუ[მ] ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურს ყმას, სახლისუხუცეს, პატრონს ქაიხოსროს და თქვენსა შვილსა, გუგუნასა და ნიკოლოზს და ბარათა<ა>ს და შვილთა და მომავალსა სახლსა თქვენისათა ყოველთავე.

მას<ა> ჟამს, როდეს მოგუიდეგითა კა<ა>რსა და აბულაშენის ნაოხრას, ნასოფალარ{ი}ს წყალობას და გვიაჯენით და ჩვენ ვისმინეთა აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ ნასოფლარი აბულაშენი მისის მართლის სამართლიანისა სამძღურითა და საქ<ა>მითა, მთითა და სახნავ{ი}თა და სათიბითა, საძებრითა და უძებრითა, შესავლითა და გამოსავლითა ყოვლითურთ თქვენთვინ სამკვიდროდ და სამამულედ გუიბოძებიათ ყოვლის კაცისაგან უცილებლად და შემოუსარჩლებლად, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენს ერდგულად სამსახურსა შ(ი)გან.

აწე, უჟეს<ა>თეს<ა>თა მოგახსენებთ და უქუდესათა<ი> გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩვენის ვექილნო და ვეზირნო და ს<ა>ხუანო მოსაქ<ა>მენო, მერმე, რარიგად{ა}ც ამა ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანაშიგა ეწეროს, თქვენც ასრე გაუთავე და ნუ მოუშლით და შე{ე}ცილებით თანადგომას{ა} და შეწევანისაგან კიდე.

[დაიწერა] ნიშანი და ბრძანება ქ(ორონი)კ(ონ)ს ტივ მარტს იბ [ჯაჰანბანუ დედოფლის ხელრთვა].

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია[edit]

* ჯაჰანბანუ დედოფალი
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი გუგუნა
* ბარათაშვილი ნიკოლოზ
* ბარათაშვილი ბარათა

პუბლიკაცია[edit]