1627 წ. 05.23. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა სახლისუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი:Hd-10234
პირი: 1450-12/109

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 8



ქართული ტექსტი:

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩვენ, მეფემან, პატრონმან სჳმონ ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ, ჩვენს ერთგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა, ბატონის დედ<უ>{ო}ფლის სახლისუხუცესს, ბატონს ქაიხოსროს, თქვენთა შვილსა, გუგუნასა და ბარათასა.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და ტბისს ყაფარ-ბეგის ნაქონის მამულის წყალობას დაგვეაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ტბისს, რისაც მამულის მქონებელი ყოფილიყოს მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენს ერთგულად სამსახურსა შინა.

აწე, უზეშთაესთა მოგახსენებ{თ} და უქვედესთა გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვ<ა>{ე}ქილ- ვაზირნო და სხვანო მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყვნეთ და ნუ ვინ გინდა ვინ იქმნებოდეთ, თქვენც ასე გაუთავეთ, რარიგადაც ამ ჩვენგან ნაწყალობევს ფარვანში ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტიე, მაისის კგ, ჴელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრის, ოქრუაშვილის შერმაზანისათა [სვიმონ მეფის ხელრთვა].

სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი:

გამოვიდა მაღალი ბრძანება, რომ, რადგანაც საბარათიანოს სოფლის [მცხოვრებმა] აბელის შვილმა ყაფარ-ბეგმა პირშავობა გამოიჩინა [და] მსახურების ფართო გზას გადაუხვია, ამიტომ მისი თიულიდან ერთი ნაკვეთი ვენახი, იმასთან ერთად, რაც მას სოფელ ტბისში ეკუთვნოდა, სიდიადის თავშესაფარს, ძლიერების რწმუნებულებას ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილს, გოგია-ბეგს, ნიკოლოზს და ბარათას და მის შვილებს ვუწყალობეთ და ვუბოძეთ. ამ ადგილების ქეთხუდამ და გლეხებმა ხსენებული [პირი] უნდა იცნონ თავის თიულდარად [და] თავიანთი მალუჯათი და [სხვა] გადასახადები მას უნდა გადასცენ და გადაუხადონ, თანახმად საქართველოს დასტურლამალისა. როცა [ეს ბრძანება] მზისებრ მაღალი ბეჭდით დამშვენდება და დაიბეჭდება, ერწმუნონ [მას და] ყოველ წელიწადს ახალ ბრძანებულებას ნუ მოითხოვენ. დაიწერა რამაზანის თვეს, 1036 წ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტიე მარიამობის თვე, ანუ 1627 წ. 23 მაისი', ჰიჯრის 1036 წლის რამადანი არის 1627 წლის 16 მაისი - 14 ივნისი

საბუთის პერსონალია[edit]

* სვიმონ მეფე
* დედოფლის სახლთუხუცესი ქაიხოსრო ბარათაშვილი
* ბარათაშვილი გუგუნა (გოგია-ბეგი)
* ბარათაშვილი ბარათა
* ბარათაშვილი ყაფარ-ბეგ აბელის შვილი
* ოქრუაშვილი შერმაზანი
* ბარათაშვილი ნიკოლოზ
* ბარათაშვილი აბელ ყაფარ-ბეგის მამა

პუბლიკაცია[edit]