1626 წ. 09.22 - 1626 წ. 10.21. - შაჰ აბასის ფირმანი ქაიხოსრო-ბეგისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Pd-100

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1961 - ფუთურიძე ვლადიმერ - № 9

საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 6


სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი:

ის, ღმერთი! დიდება მას!

მეუფება ღვთისა!

ო, მოჰამედ! ო, ალი!

გამოქვეყნდა უავგუსტოესი ფირმანი მასზე, რომ ამჟამად სიმაღლისა და რწმუნებულის საფარველის, მომწესრიგებელი ქაიხოსრო-ბეგისადმი ხელმწიფური წყალობისა და კეთილგანწყობილების მიპყრობისა და ხსენებულის მიერ კეთილსაიმედოობის, პატიოსნების, სიმართლისა და საქმის ცოდნის გამომჟღავნების გამო, ჩვენ ვუწყალობეთ და ვუბოძეთ მას სათნო, პატივცემული, კეთილშობილი დედოფლების რწმუნებულების მაღალღირსებიანი თანამდებობა, რათა სათანადოდ იღვაწოს ამ სამსახურში და წუთიც არ გააცდინოს. ხსენებულმა სათნო მანდილოსნებმა აღნიშნული რწმუნებულობისა და სიდიადის საფარველი (ქაიხოსრო-ბეგი) უნდა იცნონ თავის სრულუფლებიან რწმუნებულად, მის კუთვნილებად მიიჩნიონ ყველაფერი, რაც რწმუნებულობის საქმისათვის არის საჭირო იმ წესის მიხედვით, რომელიც მათში არის მიღებული და ცნობილი და "მისი ხელი ხსენებულ სამსახურში ძლიერად და დამოუკიდებელად აღიარონ".

დედოფლების ქვეშევრდომნი დაწერილის თანახმად უნდა მოიქცნენ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიონ მის (ქაიხოსრო-ბეგის) სიტყვას და გონიერ რჩევას, რომელსაც ის მათი საქმიანობისა და სარქრის საქმეთა მოწესრიგების შესახებ იტყვის და სრული მოწიწება, პატივისცემა და მორჩილება უნდა გამოიჩინონ მისადმი. ხსენებული რწმუნებულობის საფარველისათვის ცნობისა და შეტყობინების გარეშე ისინი ნუ ჩაერევიან მათ საქმიანობაში და რაც რწმუნებულობის შესახები საქმე იქნება, მის კუთვნილებად აღიარონ. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდნენ, ყოველ წელიწადს ახალ ბრძანებულებას ნუ მოითხოვენ და როცა ფარვანა კეთილშობილი ბეჭდით დაიბეჭდება, ერწმუნონ. დაიწერა 1036 წ. მოჰარემის თვეს.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ჰიჯრით 1036 წლის მოჰარემის თვე, ანუ 1626 წ. 22 სექტემბრიდან - 1626 წლის 21 ოქტომბრამდე

შენიშვნა[edit]

საბუთის ტექსტში დედოფლები მრავლობით რიცხვშია მოხსენიებული. ჩვენი აზრით ეს ნიშნავს, რომ იგულისხმება სვიმონ მეფის დედა - ანა დედოფალი და მეუღლე - ჯაჰანბანუ დედოფალი.

საბუთის პერსონალია[edit]

* ანა დედოფალი
* ჯაჰანბანუ დედოფალი
* (ბარათაშვილი) ქაიხოსრო-ბეგი

პუბლიკაცია[edit]