Pd-100

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი საბუთისა 1626 წ. 09.22 - 1626 წ. 10.21. - შაჰ აბასის ფირმანი ქაიხოსრო-ბეგისადმი

დ ე დ ა ნ ი: ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფონდი Pd, საბუთი 100; დედანი, ზომა: 38,5 X 20,3 სმ. თხელი შეყვითლებული ქაღალდი, ნასთალიკი, ინვოკაციო ოქროს ვარაყით არის დაწერილი. ტექსტის თავზე დასმულია შაჰის მრგვალი ბეჭედი გუმბათით.

ბ ე ჭ დ ი ს წ ა რ წ ე რ ა: (გუმბათის ქვეშ) - "ალლაჰი საკმარისია ჩემთვის როგორც დამცველი", (შუაში) - "სიწმინდის ხელმწიფის მონა აბასი", (აშიაზე) - "ყველა ვინც ალის მიმართ კეთილად არ არის განწყობილი, ვინც არ უნდა იყოს, მე არ მიყვარს ის. ყველა ვინც მტვრად არ დევს მისი კარის წინ, გინდ ანგელოზიც იყოს, მიწა დაეყაროს თავზე."

მ ი ნ ა წ ე რ ი: საბუთის მეორე გვერდზე - სპარსულად - "უმაღლესი ბრძანების თანახმად", ქართულად - "ქ: დედოფლის: სახლთ: უხუცესობის: რაყამი:"