1616-1619 წწ. - წერილი იმერეთის მეფე გიორგისა დარბაზის პატრონ შიოშისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Hd-15014. დედანი. ქაღალდი. 16x18სმ. მხედრული.

საბუთის შინაარსი[edit]

ქ. მეფე გიორგი ვიკადრებ მესტუმრეო (ჩემ) მაგიერად ჩვენს დიდს იმედს და დიდათ იმედათ მღვთის წყალობათ საგულვებელს მდივანს ძმას პატრონს შიოშს მრავალი მოკითხვა და კარგათ ყოფნის სიხარული მოახსენეთ.მერმე: მე ასეთი იმედი მაქვს მანდ ბატონისაგან, რომ მაგათიც არ შურდეს ჩვენთვის, თვარემ რაცახა ოციოდ თუმანი ჩვენი ინანის მანდ მაგათა აქს და უხარჯავს, როგორც ყოფილა, ყველა მოგეხსენება. აწე, ბატონსაც წიგნი ვაახელი და თქვენ მიირთვი, როგორათაც თქვენის ძმობისგან ველოდე, ისე ამ საქმეზე მომეხმარე, რომ მაგ თეთრი ამოართვათ და გამოგზავნეთ. სხვა ცარიელს წიგნს მოგერიდეთ, მაგრამ, ეგებ თქვენც მოგეხსენებოდეს, რომ ჩვენი ყმა ცარიელიც ვერ გამოივლის. სხვას ჩვენს ქართულს და აქაურ ამბავს ეს ჩვენი ყმა მოგახსენებს, ბატონო.

საბუთს უსვია გიორგი მეფის ბეჭედი წარწერით: "მნა ღთისა, ყმა ხონთქრისა მეფე გიორგი".

პუბლიკაცია[edit]