1609 წ. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით შესწორებით)[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - №1



ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, ღ(მრ)თივ გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ეს[ე] წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, ბარათაშვილსა პატრონსა ქაიხოსროს, შენსა ძმასა, პატრონსა თამაზს, შვილსა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას გვიაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და შეგიწყალეთ და გიბოძეთ მკვიდრად და სამამულეთ ქვეშისჴევში სოფელი კრკონი, რისაც ბატონიშვილი ვახტანგ მქონებელი ყოფილიყოს. თქვენთჳს გვიბოძებია მისის სამართლიანის საქმითა და სამძღვრითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენაჴითა, ყოვლის მისის ს[ა]სამჭმოთა თქვენთჳს გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენსა ერდგულად სამსახურში.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაში ეწეროს, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს სჟზ, ჴელითა კარისა ჩვენისა მწოგნობრისა რევიშვილის ქუმსისათა.

ხელრთვა ხვეულად: ლუარსაბ


საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟზ (297), რაც გვაძლევს 1609 წელს.

შენიშვნები[edit]

 ქართული საბუთების 2019 წლის გამოცემაში საბუთის ტექსტში იკითხება, რომ საბუთი მიმღებია ბარათაშვილი პატრონი თამაზ. ყველა სხვა გამოცემაში საბუთის მიმღებები არიან ბარათაშვილი პატრონი ქაიხოსრო და მისი ძმა პატრონი თამაზ. ჩვენ ეს წაკითხვა უფრო მართებულად მიგვაჩნია.
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.91-92
ვახტანგ ბატონიშვილი იყო ქართლის მეფის სიმონ I-ის ძმა. ის და მისი მეუღლე თინათინი (გვარი უცნობია), უმემკვიდრეოდ გადაგებულან. ვახტანგის ნაქონი ყმა-მამული მეფეებს ქართლის თავადებისა და აზნაურებისთვის გაუნაწილებიათ. ლუარსაბმა მისი ნაქონი სოფ. ნაბახტევი უწყალობა გიორგი სააკაძეს (Hd-13179), აღნიშნული საბუთით კრკონი თამაზ ბარათაშვილს უბოძა, შემდგომში როსტომმა მისი ნაყმევი აზნაური 5 10 15 20 92 5 10 15 გიორგი ამილახორს (Hd-2301) გადასცა, ხოლო სოფ. ფლავის ყმა-მამული – ქალაქის მოურავ მანუჩარს (1450-53/81).

პუბლიკაცია[edit]