Jump to content

1590-1630 წწ. - სააღაპე წიგნი გულიტა ანდრიასშვილისა დედაბერ მაროსადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისათა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ვლაქერნად წოდებულისა ქვათახევისა ღმრთისმშობელისათა, მარადის ქალწულ-მახარებლისათა.

ამათითა თავდებობითა და შუამდგომელობითა, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი მოგეც მე, ანდრიასშვილმა გულიტამა და ავგაროზამა, იმედამა, შალვა, მახარებელმა, შენ, დედაბერსა მაროს. და ავიღეთ შენგან სააღაპე და დავიდევით ერთის კოდისა სამოცი პური და ერთი კოკა ღვინო ოცლიტრიანითა. ამას მოგიტანდეთ ქვათახევს გიორგობისა თვის რვასა, მთავარანგელოზობასა. ყოველთა წელიწადთა მოვიტანდეთ და დეკანოზ-კანდელაკთა და ბერ-მოლოზანთა მიერთმეოდეს. ვინცა და რამანცა გვარისა კაცმა მოგიშალოს, რისხავსმაცა ღმერთი და ამა ზემო წერილნი ღმრთისანი. არიან მოწამენი: დეკანოზი მორჩილისძე, კანდელაკი ჟაჟილასშვილი.

მინაწერი:

ქ. არის ამ აღაპისა ფასი ოცი მარჩილი. ვინ იცის, აღაპისა ქნა აღარ შეგვეძლოს, ამ ფასის მამული საყდარს დაუდვათ და მის წინამძღუარსა და დეკანოზსა და კანდელაკსა მიაბაროთ.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა და წარმოადგენს მინაწერს საბუთზე 1477 წ. - შეწირულობის წიგნი დედაბერ ნინოსი ქვათახევის მონასტრისადმი. საბუთში ნახსენები ყველა პირი ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ 1596-1626 წლის საბუთებშია მოწმე დეკანოზი მორჩილისძე და ამის საფუძველზე ვათარიღებთ საბუთს 1590-1630 წლებით.

პუბლიკაცია

[edit]