1477 წ. - შეწირულობის წიგნი დედაბერ ნინოსი ქვათახევის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მე,... ქაჩიბასძეთა სახლშიგა დაბერებულმან დედაბერმან ნინო, ვიგულვე და ვიგულისმოდგინე, ვითარ შეიწირნა ძემან შენმან მწულილნი იგი ქურივისანი.

და მეცა არა სასოწარკვეთილ-ვიქმენ და შევსწირე და მოვახსენე ტაძარსა თქუენსა ქვათახევისა მონასტერსა, და მუნ დამკუიდრებულთა მღრდელთა და მონაზონთა მცირე ვენახი, რომელი მოვიყიდე ჩემითა ალალითა ფასითა ქურციკაულისა ღვთისავარასაგან და მისისა შვილისა ზაქარიასაგან და მისთა მომავალთაგან, კითხვითა და ბრძანებითა დიმიტრის ძისა მეფისა კოსტანტინესითა, ვენახი ჭალისა ტყლაპაურა მისითა სასარითა და ჭალისა საღობავითა, სადამდის ქურციკაულმან სამანნი ჩაგუისხნა და აიღო ფასი სრული, რომლითა მისი გული შესჯერდებოდა. და მომყიდა უსარჩლელ-უცილობლად ყოვლისა ადამის ნათესავისა კაცისაგან და მე თქუენ, მონასტერსა და კრებულთა, მოგახსენე.

და თქუენ ინებეთ და გამიჩინეთ დეკემბერსა ათცამეტსა აღაპი კარგაღებული გარდაიხდებოდეს მღრდელთაგან წირვითა, და ამა აღაპისა წირვასა შინა სახარებასა ზედა მეფე კოსტანტინე შენდობით მოიხსენებოდეს. და მონაზონთა და დედაბერთაგან შენდობით ცოდვილი სული ჩემი მოიხსენებოდეს. და ერთი ხუცესი ჩემისა შვილისა ნატიკისათუის შეიმოსებოდეს...

ამისი მოქმენი არიან და შუა დამხდომნი ერთსულობით ქვათახევისა კრებულნი: ბასილისძე მახატელი, დედანასშვილი მახარებელი,, მონესელისძე მიქა.

მე. ქადაგსა მახარებელსა დამიწერია და მოწამეცა ვარ.დაიწერა ქორონიკონს რ, სამოცდახუთსა.


მინაწერი საბუთი:

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი რ, სამოცდახუთი, ანუ 1577 წელი.
საბუთის გამცემი დედაბერი ნინო, ჩვენი აზრით, კონსტანტინე მეფის და უნდა ყოფილიყო, გათხოვილი ქაჩიბაძეზე.

პუბლიკაცია[edit]