1584 წ. 10.11. - წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა როსაბ ჯანდიერიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: 1448-5571

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 64


ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩვენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან ალექსანდრემ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან თინათინ და საყუარელთა ძეთა ჩუენთა პატრონმან ერეკლე, პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი და კოსტანტინე, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი, უქცეველი, მტკიცე წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და თავგანწირვით ნამსახურთა ჯანდიერიშვილს როსაბს და თქუენთა შვილთა: იოვანეს, გურგენს, ბეჟანს და მომავალთა თქუენთა ყოველთავე, მას ჟამსა როდესცა მოხუედით კარსა ზედან დარბაზისა ჩუენისათა და სამამულესა საქმესა გუეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ ეგრეთ, არა დავიწყალობეთ, ვითარცა ერდგულად ნამსახურსა თქუენსა ვემართლებოდით და გიბოძეთ ფიფანეთით კაცი, კუამლი თერთმეტი, ბარაუნთათ კუამლი კაცი ოცდაცხრა და ნასყიდი კაცი კუამლი ერთი.

...

დაიწერა წიგნი და მტკიცე სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა წელსა მეათესა, თუესა ოკდომბერსა თექუსმეტსა, ქორონიკონსა სობ [1584].

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]