Jump to content

1580 წ. 04.27. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა ქვათახევის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, ცვა-ფარვათა შენთა მინდობილმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან, და პირმშომან ძემან ჩუენმან, პატრონმან გიორგი, პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან ალექსანდრე, ესე ვიდრე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და ნიშანი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ... ვლაქერნისა და ქუათახევისა ღმრთისმშობელსა.

მას ჟამსა, ოდეს გულსმოდგინე ვიქმენ და გულისხმა ვჰყავთ და ვსცანთ, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა ღმრთისა უფროს სოფელსა ამას შინა დიდებასა კაცისასა და მოხსენება სულისა თვისისა. ამისთვის აღვირჩიეთ მცირე შესაწირავი და მსახურება ესე და შემოგწირეთ და მოგახსენეთ: ტფილის ქალაქს ერთი კუამლი ვაჭარი ხუმასაშვილის თანდრიყულას შვილები: ხატისა, მურადა, ხანუმა და ხანყულა მათითა სახლ-კარითა, ქულბაქითა და ყოვლითა მათითა სამართლიანითა მამულითა, უკლებლად...

დაიწერა ნიშანი და შესაწირავი სიგელი ესე ქორონიკონს სჲჱ, თუესა აპრილსა ოცდაშვიდსა, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა წელსა კგ. ხოლო ხელითა ფრიად ცოდვილისა, გარნა ერდგულისა მონისა კარისა ჩუენისა, მწიგნობრისა აღათანგელისძისა ნავროზისითა.

საბუთის დათარიღება

[edit]
ქორონიკონი სჲჱ (268), ანუ 1580 წლის 27 აპრილი.

პუბლიკაცია

[edit]