ჩუენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან სვიმეონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, ჩვენსა ერთგულსა ყმასა, უზბაშს ინდოს.
მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ სოფელი აცუტი[1] მისითა სამართლიანითა სამძღურითა მთით ბარამდე, უკლებლად შენთვის გვიბოძებია.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.
აწე, გიბძანებთ სომხითის მოურავნო და მელიქნო, ვინ გინდა-ვინ იყვნეთ, აცუტი უზბაშის ინდოსთვის გვიბოძებია, და თქვენ დაანებეთ და ნუ ეცილებით.
დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს ..., ღვინობისთვის თხუთმეტსა, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრის აღათანგელისძის ნავროზისათა.
- სვიმონის ხელრთვა
- ↑ ასეა "პირთა ლექსიკონში", "კორპუსში" სოფლის სახელი იკითხება, როგორც ა[ტოცი], მაგრამ ატოცი სომხითში არ მდებარეობს.