1566 წ. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა ურბნისის საეპისკოპოსო საყდრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... მოწაფეო და მოციქულო იესოს ქრისტესა და კუალად პირველმოწამეო და მოწამეთა შორის წარჩინებულო წმიდაო სტეფანე! ვითარცა შეწირულ არს ვედრება შენი წინაშე მეუფისა, ეგრეთვე მოხედა წმიდასა ტაძარსა შენსა და არა უგულებელსყო სახლი დიდებისა შენისა სიბრძნემან ღმრთისამან. და ძველითაგან მრავალჟამ დავიწყებული საყდარი საებისკოპოსო ურბნისი, რომელ მოშლილიყო ჟამთა ვითარებისაგან და უღმრთოთა აგარიანთა ხელითა ტყუე ქმნილიყო განძი და გუჯარი მისი, კუალად ინება განახლება.

ძალითა და შეწევნითა ღმრთისათა, ხელვჰყავთ და ვიწყეთ განახლება ამისად ჩუენ, ღმრთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმეონ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან ნესტანდარეჯან და ძეთა ჩვენთა: პატრონმან გიორგი და პატრონმან ლუარსაბ და პატრონმან ალექსანდრე, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი მტკიცე და შეუცვალებელი წიგნი და სიგელი მოგახსენეთ თქუენ, საშინელსა სასოსა და შესავედრებელსა ჩუენსა წმიდასა ღმრთისმშობელსა და წმიდასა სტეფანეს და კუალად ზედამდგომელსა თქუენსა, კაცსა ზეცისა და ანგელოზსა ქვეყანისასა, ურბნელ მთავარებისკოპოზსა პატრონსა ვლასეს, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდგა კარსა ურბნელი ბატონი ვლასე და თქუენის მამულისა და სამძღურისა საქმესა გუიაჯა.

და ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და ესე წიგნი და სიგელი მოგახსენეთ ასრე და ამა პირსა ზედან, რომ თუ ღმერთმან შუამდგომლობითა თქუენითა წყალობით მოგუხედნეს და ჩუენ ჩუენი სახელმწიფო და სამეფო დაგურჩეს, და შეწევნითა თქუენითა მშვიდობით დავიპყრათ, თქუენ, რაც მეფეთა-მეფისა პატრონის ლუარსაბისგან გულითა და პირითა მამული შემოგწიროდეს და მოგხსენებოდეს, და ანუ თქუენთვის მამულად დადებულიყოს, იმა მეფეთ-მეფის ლუარსაბისგან შემოწირულსა თქუენთვის სამკუიდროდ დადებულსა მამულსა და სამძღვარსა ვერავინ გამოახუას წმიდასა და საშინელსა ტაძარსა თქუენსა.

და არა ჩუენგან და არცა შემდგომად ჩუენსა მეპატრონეთა მეფეთა და დედოფალთაგან არაოდეს ესე სამკუიდრო წიგნი და სიგელი არა მოგესალოს და ვერცავინ ამისად მოშლად და შემოცილებად ხელყოს ამისთვის, რომე ამას წინათ ხელმწიფესა მეფეთ-მეფესა პატრონსა ლუარსაბს თქუენთვის სამკუიდროდ შემოეწერა და მოეხსენებინა. და ჩუენცა წიგნითა ამით დაგიმტკიცეთ და მოვახსენეთ წმიდასა და ყოვლად პატიოსანსა ტაძარსა თქუენსა მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად, სულისა ჩუენისა საუკუნოდ მოსახსენებელად და ძეთა ჩუენთა სადღეგრძელოდ...

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი სიგელი ესე ქორონიკონს სნდ, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ხერხეულისძისა ნავროზისითა.


საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სნდ (254), ანუ 1566 წელი.

პუბლიკაცია[edit]