1562-1588 წწ. - ერთგულების წიგნი კახთ ეფისკოპოსებისა ნიკოლაოს კათოლიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-64



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 68


საბუთის ტექსტი[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისითა, სუეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და მირონისა ღმერთ-მყოფელისათა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა ზეცისა და ქუეყანისათა, ესე ჟამთა გასათავებელი წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, კათოლიკე სამოციქულოსა ეკლესიას სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და თქუენ, კათალიკოზ-პატრიაქსა პატრონსა ნიკოლაოსს;

ჩუენ: ამბა ალავერდელმან ზაქარია, ნინოწმიდელმა სილოვანე, კაწარელ ებისკოპოზმან ფილიპე, ბოდბელ მაქსიმე, ნეკრესელმა კლიმე, ჭერამელმან ეგნატე, , ხარჭაშნელმან ელისე, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე:

ანუ საყდრისა, ანუ რჯულის საქმეზედა ვისცა გაუწყრე და გამოენახო, ჩუენცა გაუწყრეთ და გამოვენახოთ; და სადნამდის შენ არ ნახო და შენდობა არ მისცე, არც ჩვენ ვნახოთ და არც შენდობა მივსცეთ.

ამისად გათავების თავსმდებად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი მოგუიხსენებია.

  • ალავერდელი
  • კაწარელი
  • ნინოწმიდელი
  • ჭერემელი
  • ხარჭაშნელი

დათარიღება[edit]

ი. დოლიძე და პირთა ანოტირებული ლექსიკონი საბუთის ადრესატად ნიკოლოზ VIII კათალიკოსს მიიჩნევენ და მას 1562-1568 წლებით ათარიღებენ.

პუბლიკაცია[edit]