... მოგყიდეთ მკუიდრი და მოუსარჩლელი და მოუდევარი საწისქუილე ჩუენ, ისრაელაშვილთა და სახლისა ჩუენისა მომავალთა, ყოველთავე: იმარინდომ, ბაისონღულამან მგელიამან, გოგიამან და ირემამან, თქუენ, ქართლისა კათალიკოზ-პატრიაქსა პატრონსა ნიკუალაოზს, მას ჟამსა, როდეს დიდი შიმშილობა იყო, რომე დედა შვილსა არ იხსნიდა. მოგიდეგით კართა თქუენთა ზედა და გიახლენით. გუიბოძეთ ფასი, რითაც ჩუენ შევჯერდით.
უღელნი ხარნი გუიბოძენ და უღლის ხარისა პურ-ღუინო. და თავად ღმრთითა და მერმე, თქუენი წყალობითა დავრჩით. აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენგნით მოსყიდული ნახევარი წისქუილი და საწისქუილე, თქუენ, ქართლისა კათალიკოზს პატრიაქსა პატრონსა ნიკუალაოზს...