ქ. ჩუენ, ბაგრატუანთა, ძეთა კურთხეულისა პატრონისა ალექსანდრესთა, პატრონმან კოსტანტინე და ძმათა ჩუენთა, ესე უკუნისამდის ჟამთა გასათავებელი წიგნი, სიგელი და ნიშანი მოგახსენეთ თქუენ, სასოსა და შესავედრებელსა ჩუენსა სიონთა ღმრთისმშობელსა, კურთხეულისა პატრონისა მამისა ჩუენისა სულისა მოსახსენებლად, სადღეგრძელოდ ჩუენთვის და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად.
და შემოგწირეთ მცირე ესე შემოსაწირავი ქალაქური ლიტრითა - ორი ლიტრა სანთელი და ერთი ლიტრა საკმელი ტაღმისგან. ესე ყოველთა წელიწადთა უკლებად მოგეხსენებოდეს და არა დაგაკლდებოდეს. და არა შეგეცვალოს და არცა ოდეს მოგეშალოს.
და დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს.
დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სმა, ხელითა იორდანესითაა.