1547 წ. - მიწის ნასყიდობის წიგნი სანასარასი ვეციკასადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი[edit]



... სიგელი მოგეცით ჩუენ, სანასარამან და ჩემთა შვილთა გრიგოლამან, შვილთა და მამავალთა სახლისა ჩემისათა ყოველთავე, თქუენ, ვეციკასა, და შენთა შვილთა ანტონასა, ნექინასა, ნიკოლოსასა და ხეჩუმასა, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს დაგუეჭირა და მოგყიდეთ ჩუენი მკუიდრი მამული - მიწა დამპალათ ფშნის პირსა, ბოლო შარამდისინ, თავი ამირას გოზალბეგათ' მიწის ბოლოს. და ავიღეთ ფასი სრული, რითაც ჩუენი გული შეგუჯერდებოდა, აღარა დარჩა-რა თქუენს ხელთა ძმობისა და მოყურობის მეტი...

მე ფოხალაშვილს შანშეს დამიწერია და მოწამეც ვარ. დაიწერა ეს მტკიცე სიგელი ქორონიკონსა სლე.

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სლე (235), ანუ 1547 წელი.

პუბლიკაცია[edit]