Jump to content

1542 წ. - შეწირულების წიგნი დავითისა და ნიკოლოზისა მთაწმინდის უდაბნოსადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

ქვაზე შესრულებული წარწერის ძველი პირი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, ორთა მონაზონთა, ხელვყავით უდაბნოსა ამის მცირისა აღშენებად, ქრისტეს მიერ კურთხეულისა ქართლის ქათალიკოზისა ნიკოლოზისა და ტფილელის იოანესა ნებადართვითა.

აღვაშენეთ უდაბნო, რომელსა ეწოდების მთაწმინდა, საყოფელი ყოვლად წმიდისა და ღირს ვიქმნენით ჩუენ, დავით და ნიკოლოზ, აღვაშენეთ საყდარი სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისა მშობელისა და შევწირეთ ორსა ხრამსა შუა უდაბნოსა, ბოლო ვიდრე შარამდის. არა ვისი რა სასარჩლო იყო, არც ვინ შეეცილოს მეუდაბნოეთა.

ჰქონდეს უცვალებლად ესე უდაბნოსა.

ქვაზედ ეწერა, ვლასეს ძემან იოანე გადმოვსწერე. შენდობა იყავნ. ქრონიკონს სლ.


საბუთის დათარიღება და შენიშვნები

[edit]

ქორონიკონი სლ, ანუ 1542 წელი.

ე. თაყაიშვილის პუბლიკაციის წინასიტყვაობა: ცნობები მთაწმინდის აღშენების შესახებ. აქ მოხსენებული მთა წმინდა, რაღა თქმა უნდა, ათონის მთა წმინდა არ არის, არამედ სხვა მონასტერი საქართველოში, ხოლო არა სჩანს, სად მდებარეობდა. ცნობები, როგორც მოხსენებულია, ქვის წარწერიდან გადმოუღიათ.

პუბლიკაცია

[edit]