ვინებეთ და ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ ჩუენ, პატრონმან ყუარყუარე და თანამეცხედრემან ჩემმან პატრონმან ანნა, შენ... საშინელსა ბორტიატისა ღმრთისმშობელსა... მცირედი ესე ძღუენი: ხახულს, თორთომს მარილის ბაჟათ გამოსავალი თეთრი სრულობით სულისა ჩუენისა სახსრად და სალოცველად ძეთა ჩუენთა, პატრონის მზეჭაბუკის და პატრონის ქაიხოსროსთუის, მას ჟამსა, ოდეს უკეთურნი იგი და ეშმაკისა მიმსგავსებულნი საქმითა და ყოვლითა ღონისძიებითა მათითა ყმანი ჩუენნი ქურცინასშვილები აზანშერა და იბაშერ განდგეს სიტყუათაგან ჩუენთა და ურჩ ექმნეს მორჩილებასა ჩუენსა და აღიჭურნეს, ვითარცა ძუელ-ოდესმე უსჯულო იგი და განდგომილი, ყოვლითა უკეთურებითა აღსავსე წყეული ფოკა მხედარი უფალსა და მეფესა თუისსა ზედა მავრიკს და დაიპყრა მეფობა მისი.
ეგრევე შუიდგზის დაწყეულთა ამათ ინებეს და ურჩ გუექმნეს და აღილესნეს ჩუენ ზედა ხელნი მათნი, რათამცა დაიპყრეს ზაკვით სახელმწიფო ჩუენი - სრულიად ხახულის თემი. ესრეთა დაიპყრეს, ვითარმცა ყოვლადვე არა ყოფილი ჩუენი.
და მრავალჯერ ვემოქენენით თუით თავითა, რომელ არა დაგვიშთა არა ეპისკოპოზი, არა თავადი, არა დარბაზის ერი, არა უცხო, არა მეცნიერი, არა მტერი, არა მოყუარე, ვითარმედ: "ნუ დაიპყრობ სახელმწიფოსა ჩუენსა". ხოლო მან არაოდეს-რა გუისმინა და აღზუავნა ჩუენ ზედა და დამორჩილდა ნებასა ბოროტისა ცოლისა თუისისა, და სრულიად ექუსორია გუყვნა ხახულის თემისაგან. და დაიჭირნა ციხენნი ჩუენნი და დღვივ და ღამე ჩუენისა წახდენის მეტსა აღარას ღონისძეობდა. და დიდი ფიცი გუთხოვა: ჩუენცა დავმორჩილდითა და მივეცით ფიცი დიდისა მიჭირვებისათუის.
და გარდავხედით მცნებასა, ვითარცა პირველი იგი კაცი, მამა ჩუენი ადამი და ხელთა დავიჭირენ, და ჩუენგან მიცემული ფიცი გატყდა. და ფიცი გაუტეხეთა და წაუხუენ ციხენი, სოფელნი და თემი სრულობითა ხახულისა და ამისდა სახსრად და შესანდობელად მოგუიხსენებია თორთომს მარილის თუალი. ასრე რომე, სულისა ჩუენისა სახსრად თავსა საყდარში ერთი დაუვსებელი კანდელი მაცხოვრის ხატის წინაშე ჩემ, პატრონის ყუარყუარეს, სულის სახსრად და ყოვლად წმიდისა წინაშე ერთი დაუვსებელი კანდელი პატრონის ანას სულის სახსრად, და ორი კანდელი დაუვსებელი ორთავესთუის ბორტიატისა ღმრთისმშობელისა წინაშე ენთებოდეს: პატრონისა ყუარყუარეს და პატრონისა ანასთუის სასულიეროდ და ჩუენთა ძეთა განორძინებისათუის...
დაიწერა ხელითა ჯაყელისშვილის ცოდვილის იაკობისითა, ლოცვასა მომიხსენეთ.
მინაწერები
- საბუთის ბერძნული თარგმანი თარიღით: დასაბამიდან 7040, 5 მარტი (1532 წ.).
- ესეც მარილის შეწირულების წიგნი არის.
- დავთარი ყვარყვარე ათაბაგის, ახალციხის ბატონის შეწირულობისა.
- მე, უღირსი ბერი, მდაბალი მონაზონი ლავრენტი, მოველ აქა ამ ქრონიკონს ჩყიბ (1812), მთაწმიდას.