ქ. კათალიკოზმან პატრონმა ბასილი ძმისწულთათუის დაიჭირა კუნენელთა სამი კუამლი კაცი და სხუა პატრონს ბაგრატს მისცა. და მისაქციელი, თეკენა და წეროვნის ნახევარი და კოპინასშვილები დაასახლა და დაუკარგა მცხეთასა; ასრე, რომე, ასრე ჯერეთ არა გარდაწყუეტილა.
იქივე წეროვანს იყიდა მოყალნეების მიწები, სასახლე და ჭურ-მარანი და იმისმა ძმისწულებმა კიდავე დაყიდეს აღაიანთა წისქუილი, ზუარი და მიწები; მარტაცი მცხეთის პურ-ღუინითა და ბანბითა; და კიდავე მცხეთის მამული: გამოიღეს ფასად სათალგმისი და რეხული მამული, მცხეთას სასახლე.
რაგუარცა თუითან მოეკიდა მცხეთასა დასაქცევრად, აღარცა სხუათა გამოენახვა. მიყვეს ხელი შინაურმა და გარეულმა მცხეთის მამულსა სასყიდრად და ასრე დაიკარგა, რომე, რაცა სოფელი არის, ზოგან ნახევარი, ზოგან მესამედი აკლია, დაიკარგა მცხეთისათვის. იმის უკანის ერთი სოფელი ფონთხელა ჭარმაულმა იყიდა გეშაშვილისაგან.
მოკითხული ვქენით და, თუ ყუელა მის ჟამშიგა არ დაკარგულიყოს, იმის მწერალსა გარდაახდევინეთ. და თუ მართალი იყოს, სარიდანა და ძმანი მისნი დაჰკარგენით, მცხეთის დამქცევნი არიან.
როგორცა ეს ყუელა მცხეთის დაქცევა და შეცოდება გამოჩნდა, მეფემან საეკუდრო წაართუა და გააგდო; და იმისითავ ბრძანებითა ჩუენ მარტაცი წავართუით და მისსავ მემკუიდრესა მიუბოძეთ.