1530 წ. 12.11. - თარხნობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ქვათახევის კრებულისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფისა პატრონისა დავითის ძეთა, მეფეთ მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ძმათა ჩუენთა, პატრონმან ადრაზან და პატრონმან რამაზ, ესე წიგნი და სიგელი ამისად ნიშნად შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ქუათახეველთა, ერთობილთ კრებულთა.

მას ჟამსა, ოდეს საკარავე დაგიწყეთ თხოვნა, თქუენ მოგუიდეგით კარსა ჩუენსა, სიგლებიცა მოგუართვით და ვნახეთ დიდის ალექსანდრესგანცა ჩუენთ პაპათა და მამათგანცა თარხანნი და ხელშეუვალნი ყოფოლხართ. აწ, ჩუენცა გათარხნეთ და გათავისუფლეთ. ასრე რომე, არა გეთხოვებოდეს მალი, საური და საჯინიბო, არა სასუქი, არა ულუფა. არც ოდეს გთხოვებია და არაც ჩუენ გთხოვოთ, არა. აწე, და არა, საბოლოოდ, არა ჩუენგან და არა ჩუენთა მამავალთაგან.

დაიწერა ესე მტკიცე შეუცვალებელი სიგელი ქორონიკონს სიჱ, თუეს დეკენბერსა ია, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა თუმანიშვილისა მანუჩარისათა.



გვიანდელი დამტკიცება:

ქ. ეს სითარხნე, რარიგადაც ამ ხელმწიფეთაგან ნაბოძები აქვთ, ჩვენც ამრიგად წყალობა გვიქნია და გაგვითარხნებია. კარისა ჩვენის გამრიგენო, ასრე დაუმტკიცეთ.


საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სიჱ, დეკენბერს ია ანუ 1530 წლის 11 დეკემბერი. თუმცა "აქტებშიც" და თ. ჟორდანიასთან იკითხება ქორონიკონი სლჱ, ანუ 1550 წ.

პუბლიკაცია[edit]