Jump to content

1523 წ. - განჩინება დავით X-ისა ბარათაშვილთა გაყრის საქმეზე

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 1
1523 წ. - განჩინება დავით X-ისა ბარათაშვილთა გაყრის საქმეზე



"ზე ადიდნეს ღმერთმან მეფეთა მეფობა პატრონისა დავითისა, რომლისა ბრძანებითა დავსხედით ჩუენ ბარათაშვილთა სახლისა და მამულისა გასაყოფლად: თუით პატრონი მეფეთა მეფე დავით და პატრონი ლუარსაბ, ამილახორი თაყა, ციციშვილი მერაბ, ბარათიანნი იარალი და ორბელი, თურმანისძე როსტევან, ტფილელი ანტონი, სოლაღაშვილი შალვა, წითელაშვილი გიორგი, ქავთარასძე შალვა, შატბიერაშვილი ბურნაშ - გუგუნას, ქუმსისა და გერმანოზისა, თაყასა, გოსტასაბისა, ფალავანხოსროსა საქმისა გასაჩენლად."

ძმები ორ სახლად გაიყარნენ: ერთ სახლად გავიდნენ გუგუნა და ქუმსი, ხოლო მეორე სახლად გერმანოზი და მისი ძმები თაყა, გოსტასაბი და ფალავანხოსრო.

მათ გაიყვეს მამულები ენაგეთს, ახალშენს, ერტისს, ტბისს, თაფანს, ლისთას, თევდორეწმიდათას, ერწოს, თაკუი ზედა ხოზეთთან, აზიკუნთან, ცხურისთან, იმედასთან, კახთან და გიორგაშვილთან ერთად და ცხნარი ზედა ლიპნთან, გუარეთთან და ამლევთან ერთად. სასახლეები ბეთანიას, ტბისს და ენაგეთს.

საბუთში იხსენიებიან ბარათაშვილთა აზნაურები როსტევან და გიორგი სააკაძეები, ამზა არეშიშვილი და სხვები.

საბუთის მიხედვით ისინი, თითქოს, ქავთარის შვილები უნდა იყვნენ, ხოლო მათი დედა ელენე, თითქოს მხეციძის ასული უნდა იყოს.

"ჯოეშვილსა თურქისტანიშვილი სამკუიდროდ ირჩოდა ასრე, რომე: "პაპისა ჩუენისა და მამისა ჩუენისა ჟამშიგა ჩუენი ყმა იყო და მე არცა მამაჩემი მახსოვს და არცა პაპაჩემი, და ყაბალას რომე ყოფილან, მაშინ მამა ჩემსა ჰხლებია გიორგი მეფისა ჟამშიგა". აწ მისი ასრე გავაჩინეთ: წამოდგეს თურქისტანაშვილი ორითა მისითა მემკუიდრითა ყმითა და დაიფიცნეს ასრე, რომე მხეცისძესა ელენესთუის მიეცეს; და ელენეს თურქისტანისშვილისათუის მიეცეს, და თურქისტანისშვილსა ხლებოდეს, მაშინ თურქისტანიშვილისა არის ჯოეშვილი. და თუ ვერა დაიფიცოს", მაშინ ბარათაშვილებმა გაიყონ.

დაიწერა ქორონიკონს 211, მცხეთის ქადაგ მარკოზის ხელით.

პუბლიკაცია

[edit]