მე, ყოველთა ცოდვილთა უცოდვილესმან და უნარჩევესმან, ძემან დიდისა ფანასკერტელისა ციცისშვილისა, პატრონისა ზაზასა ძემან, ცოდვილმან მერაბ, ვიგულვე და ვიგულისმოდგინე მცირე ესე სულისა ჩუენისა საოხი და შემოვსწირე თქუენ, ყოვლად წმიდასა დიდებულსა და პატიოსანსა ტაძარსა შენსა, მონასტერსა ქვათახევისასა და მას შინა ხატსა შენსა სასწაულთამოქმედსა, ვლაქერნად წოდებულსა, მოვახსენე და შევსწირე მტკიცითა ამიერ სიგლითა კავთისხევს ერთი კუამლი გლეხი ცხადიასშვილი გიორგა, იონა და მათნი შვილნი.
ასრე და ამა წესითა, რომე სულკურთხეულისა მეფეთ-მეფისა კოსტანტინეს ძისა, მეფეთ-მეფისა პატრონისა დავითისა, მისთა ძმათა და ძეთა მოწმეობითა და ბრძანებითა, ჩარგაზაშვილისაგან ვენახი და სახლ-კარი ვიყიდე, და აგრევე ათი დღისა მიწა, და მივეც ჩემი ალალი საქონელი - ფასი სრული და უნაკლულო.
და იგი ვენახი და მიწანი ამა ცხადიაშვილსა მივსცენ და დავასახლენ ჩუენისა სულისა სააღაპედ. ასრე და ამა წესითა, რომე ნოენბერსა აჩუიდმეტსა, დღესასწაულსა გრიგოლ საკუირველთმოქმედისასა, მიიღებდეს ქვათახევს ოთხსა პურსა, ერთსა კაბიწსა ნამცხუარსა, ასრე რომე, თითო პური თითო გორული ჩარექი იყოს, თორმეტს კოკასა ღუინოსა ოცლიტრიანითა, და ორსა ზურგიელსა და მრავალსა სამარხოსა, ერთსა ლიტრასა ცუილსა და ნახევარ ჩარექსა საკმელსა, ორსა ლიტრასა ზეთსა...
დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს სჱ, ხელითა ყოველთა ცოდვილთ უნარჩევესისა, ქვათახევის წინამძღურისა მახარებელისსათა და მოწამეცა ვარ.
მინაწერი: შეწევნითა ღმრთისათა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მიყიდია ვენახი ჩარგაზაშვილისა ბეშქენისაგან, სახლ-კარი დედანაშვილისა ამილბარასა და მამიასაგან, და ნაფუძარი ქარქუტელი ვეფხიასაგან ორისა დღისა. და ისი მიწა პატრონმან მეფეთ-მეფემან დავით შეგუიცვალა, ის ზუარს შეუმატა და მისსა გუერდით სხუა მიწა გუიბოძა დედანაშვილისა ამილბარასეული და შუიდის დღისა მიწა ჩარგაზაშვილისა გოგიასაგან გუიყიდია.
- მეფე დავით
- ივანე
- ჩუენ ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეული ქართლისა კათალიკოზი ბასილი ვამტკიცებ სიგელსა ამას.
- მელქისედეკ