Jump to content

1518 წ. - შეწირულების წიგნი ბარძიმ ამილახორისა საყვირეთის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ესე წიგნი და სიგელი მოგართვით და შემოგწირეთ თქვენ, საშინელსა საყვირეთისა ღმრთისმშობელსა, ჩვენ, ამილახორმან პატრონმან ბარძიმ და ჩემმან ძმამან ფარემუზ და იოთამ და შვილთა და მომავალთა სახლისა ჩვენისათა.

ასრე და ამა პირსა ზედა, რომე შემოგწირეთ ზეღდულეთი ქვემოთ გორულს შარამდის, აქათ ლაგამთ ხევამდისი, ზემო სობურსა და ზეღდულურს რუს შესაყარამდი, აქათ ლაგამთ ხევისპირ და იქით, პირდაპირ, სამძღრები უსხედს.

შეგწირეთ და მოგეცით თქვენ, დეკანოზსა ზაბილონს და შენთა შვილთა და მომავალთა, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე, მღრთისმშობლობას აღაპს გარდაიხდიდეს ჩუენის სულისათვინ...

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს სვ.


საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]

საბუთის 1449-1617 პირს აქვს თარიღი ქორონიკონი სვ, ანუ 1518 წელი, მაგრამ ამ დროისათვის ამილახორად ბარზი ზევდგინიძის მამა თაყა ზევდგინიძეა

პირთა ანოტირებული ლექსიკონის მიხედვით ამ საბუთის 1450-25/091 პირს ჰქონია თარიღი 1598 წელი, ასეთ შემთხვევაში საბუთის გამცემი იგივე ბარზი ზევდგინიძე ვეღარ იქნებოდა. ასე, რომ საკითხი მოითხოვს დამატებით კვლევას.

პუბლიკაცია

[edit]